ბრაზილიის ნაკრებისა და "ტოტენჰემის" ფეხბურთელის მიერ სერბეთის ნაკრებთან გატანილი მაკრატელა დარტყმა მუნდიალის საუკეთესო გოლად დასახელდა.
შეგახსენებთ, "სელესაომ" აღნიშნულ შეხვედრაში 2:0 გაიმარჯვა, ტურნირს კი მეოთხედფინალში ხორვატიასთან პენალტების სერიაში (2:4) მარცხის შემდეგ დაემშვიდობა.