ფიფამ Salt Bae-ს მიმართ გამოძიება დაიწყო - არგენტინა-საფრანგეთის მატჩის შემდეგ ფიფას წესი დაირღვა

AutoSharing Option
Daily Mail-ის ცნობით, ფიფამ დაიწყო შიდა გამოძიება თურქი შეფ-მზარეულის, ნუსრეტ გოკჩეს მიმართ, რომელიც Salt Bae-ს სახელითაა ცნობილი.

გოკჩემ მოახერხა და შეხვედრის დასრულების მერე სტადიონზე შევიდა, რის შემდეგაც მუნდიალის თასს შეეხო, ეს უფლება კი მას არ ჰქონდა.

მსოფლიო ჩემპიონატის თასთან შეხების უფლება მხოლოდ ტურნირის გამარჯვებულებსა და მათი ოჯახის წევრებს, ფიფას ოფიციალურ პირებსა და სახელმწიფოს მეთაურებს აქვთ.

Salt Bae-მ თასს აკოცა და მისი საფირმო ნიშნით "დამარილება" სცადა. ამას გარდა, ნუსრეტ გოკჩემ მოედანი შემოირბინა და ფეხბურთელებთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო
ახლა აწარმოებს გამოძიებას, თუ როგორ მოხვდა თურქი მზარეული მოედანზე და მოახერხა მან მუნდიალის თასთან შეხება, შემდეგ კი ზომებს მიიღებს. ცნობილია, რომ გოკჩე ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს მეგობარია.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში არგენტინამ საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ისე ჩვენში დარჩეს და ეს ყასაბი საიდან გამოტყვრა?
გია
16:23 23-12-2022
2
კერპთაყვანისმცემლებისთვის სიწმინდეა რათქმა უნდა, რადგანაც მათ ჭეშმარიტი ღმერთი ხომ არ სწამთ და ერთი ესღა დარჩათ პელეს,მარადონას,მესის და ამ ლითონის ფიგურას რომელიც ადამიანის ხელით არის კერპად ჩამოსხმული ეამბორონ და თაყვანისცენ, აი ეს არის ამ უგუნური ადამიანების აზროვნება სამწუხაროდ.
ilia
19:55 23-12-2022
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული