გოკჩემ მოახერხა და შეხვედრის დასრულების მერე სტადიონზე შევიდა, რის შემდეგაც მუნდიალის თასს შეეხო, ეს უფლება კი მას არ ჰქონდა.
მსოფლიო ჩემპიონატის თასთან შეხების უფლება მხოლოდ ტურნირის გამარჯვებულებსა და მათი ოჯახის წევრებს, ფიფას ოფიციალურ პირებსა და სახელმწიფოს მეთაურებს აქვთ.
Salt Bae-მ თასს აკოცა და მისი საფირმო ნიშნით "დამარილება" სცადა. ამას გარდა, ნუსრეტ გოკჩემ მოედანი შემოირბინა და ფეხბურთელებთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში არგენტინამ საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.