ჩაჰკიდა ხელი ბავშვებს, წაიყვანა ყველაზე მაღალ მწვერვალზე და იქიდან დაანახა დიდებული საფეხბურთო ხედები - გიკვირთ, რატომ იბრძვიან ასე არგენტინელები მესისთვის?

AutoSharing Option
დღეს ერთი წელი გავიდა, რაც არგენტინის ნაკრებმა 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

36-წლიანი პაუზის შემდეგ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა კიდევ ერთხელ კატარში იზეიმა. "ალბისელესტემ" თამაში მძიმედ დაიწყო, 1:2 დამარცხდა საუდის არაბეთთან, შემდეგ კი 6 ფინალის ტოლფასი შეხვედრა მოიგო და ნანატრი ტიტულიც დაიმსახურა.

ყველამ დაინახა, როგორ იბრძოდნენ არგენტინელი ფეხბურთელები მესისთვის... ისმის ლოგიკური შეკითხვა, რატომ?

16 წლის წინ მუნდიალზე 19 წლის მესის დებიუტი შედგა. ამ დროს თითქმის ყველა "ალბისელესტელი" ფეხბურთელი ბავშვი იყო - ალვარესი 9 წლის, მაკ ალისტერი - 8,
რომერო - 8, მოლინა - 8, ენცო - 5, ლაუტარო მარტინესი - 9, ლისანდრო მარტინესი - 8...

16 წლის წინ ახალგაზრდა, გრძელთმიანმა შემტევმა ოცნებისკენ სვლა დაიწყო, დღევანდელი ნაკრების ვარსკვლავები კი სკოლაში სწავლობდნენ. ყველა მათგანი ხედავდა, როგორ იბრძოდა და არ გამოსდიოდა ნანატრი მუნდიალის მოგება... რის შემდეგაც დაისახეს მიზანი და აასრულეს კიდევაც. საკუთარი თვალით აკვირდებოდნენ პატარა, მორიდებული ბიჭის განვითარების გზას, თუ როგორ მიისწრაფოდა დიდებისკენ, იპყრობდა სიმაღლეებს და კრიშტიანო რონალდოსთან ერთად, ისტორიაში საუკეთესო ეპოქალურ ფეხბურთს გვთავაზობდა.

სწორედ მაშინ დაისახეს მიზანი, ოცნება, რომ ეთამაშათ ისე, როგორც ამას მათი ქვეყნის დიდებული ვარსკვლავი აკეთებდა, შესაძლებლობის შემთხვევაში კი დახმარებოდნენ ლეოს ნანატრი ტიტულის მოგებაში...

ალბათ, შეგიმჩნევიათ, რა ხდება, როცა მესის წინააღმდეგ უხეშად თამაშობენ - მთელი არგენტინის ნაკრები მის დასაცავად მირბის, რადგან ლიდერის, ყველაფრის სულისჩამდგმელის წინააღმდეგ უხეშობა, პატარა ტკივილიც კი უნთებს იმ გრძნობას, რასაც ადამიანი ბავშვობიდან მოყოლებული სიყვარულისას გრძნობს. მესი მათთვის ძვირფასი საგანძურია და ასეც აღმოჩნდა... კარიერის მიწურულს, ბოლო მუნდიალზე, ამ ახალგაზრდა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ლეგენდარულ ფეხბურთელს ოცნება აესრულებინა და მსოფლიო პირველობის თასი სამშობლოში ჩაეტანა.

სწორედ მათი დახმარებით შევიდა ლეო იმ ფორმაში, საიდანაც ტიტული ყველაზე ახლოდან მოჩანდა. "ჩაჰკიდა ხელი ბავშვებს, წაიყვანა ყველაზე მაღალ მწვერვალზე და იქიდან დაანახა დიდებული საფეხბურთო ხედები"...

მკითხველის კომენტარები / 27 /
აქ ზოგიერთი წერს მესის და დიეგოს შედარებებს, უდავოა მესი დიდი ფეხბურთელია აქ საკამათოც არაფერიც არის მაგრამ ერთს ვიტყვი რასაც მესი ბრწყინვალედ აკეთებს ბურთით, დიეგო მარადონას იგივე შეეძლო გაეკეთებინა ფორთოხლით ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, დიეგო იყო არის და იქნება უდიადესი ფეხბურთელი
მგელი
18:21 19-12-2023
1
აი სტატია. გინდ დაიჯერეთ გინდ არა სამჯერ წავიკითხე დღეს. აი სტატია და აი დიდი ამბავი მოკლედ გადმოცემული სადაც მთელი დრამა და სიხარულია. ავტორს დიდი პატივისცემა
zura
01:14 19-12-2023
0

სიახლეები პოპულარული