ჩაჰკიდა ხელი ბავშვებს, წაიყვანა ყველაზე მაღალ მწვერვალზე და იქიდან დაანახა დიდებული საფეხბურთო ხედები - გიკვირთ, რატომ იბრძვიან ასე არგენტინელები მესისთვის?

AutoSharing Option
დღეს ერთი წელი გავიდა, რაც არგენტინის ნაკრებმა 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

36-წლიანი პაუზის შემდეგ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა კიდევ ერთხელ კატარში იზეიმა. "ალბისელესტემ" თამაში მძიმედ დაიწყო, 1:2 დამარცხდა საუდის არაბეთთან, შემდეგ კი 6 ფინალის ტოლფასი შეხვედრა მოიგო და ნანატრი ტიტულიც დაიმსახურა.

ყველამ დაინახა, როგორ იბრძოდნენ არგენტინელი ფეხბურთელები მესისთვის... ისმის ლოგიკური შეკითხვა, რატომ?

16 წლის წინ მუნდიალზე 19 წლის მესის დებიუტი შედგა. ამ დროს თითქმის ყველა "ალბისელესტელი" ფეხბურთელი ბავშვი იყო - ალვარესი 9 წლის, მაკ ალისტერი - 8,
რომერო - 8, მოლინა - 8, ენცო - 5, ლაუტარო მარტინესი - 9, ლისანდრო მარტინესი - 8...

16 წლის წინ ახალგაზრდა, გრძელთმიანმა შემტევმა ოცნებისკენ სვლა დაიწყო, დღევანდელი ნაკრების ვარსკვლავები კი სკოლაში სწავლობდნენ. ყველა მათგანი ხედავდა, როგორ იბრძოდა და არ გამოსდიოდა ნანატრი მუნდიალის მოგება... რის შემდეგაც დაისახეს მიზანი და აასრულეს კიდევაც. საკუთარი თვალით აკვირდებოდნენ პატარა, მორიდებული ბიჭის განვითარების გზას, თუ როგორ მიისწრაფოდა დიდებისკენ, იპყრობდა სიმაღლეებს და კრიშტიანო რონალდოსთან ერთად, ისტორიაში საუკეთესო ეპოქალურ ფეხბურთს გვთავაზობდა.

სწორედ მაშინ დაისახეს მიზანი, ოცნება, რომ ეთამაშათ ისე, როგორც ამას მათი ქვეყნის დიდებული ვარსკვლავი აკეთებდა, შესაძლებლობის შემთხვევაში კი დახმარებოდნენ ლეოს ნანატრი ტიტულის მოგებაში...

ალბათ, შეგიმჩნევიათ, რა ხდება, როცა მესის წინააღმდეგ უხეშად თამაშობენ - მთელი არგენტინის ნაკრები მის დასაცავად მირბის, რადგან ლიდერის, ყველაფრის სულისჩამდგმელის წინააღმდეგ უხეშობა, პატარა ტკივილიც კი უნთებს იმ გრძნობას, რასაც ადამიანი ბავშვობიდან მოყოლებული სიყვარულისას გრძნობს. მესი მათთვის ძვირფასი საგანძურია და ასეც აღმოჩნდა... კარიერის მიწურულს, ბოლო მუნდიალზე, ამ ახალგაზრდა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ლეგენდარულ ფეხბურთელს ოცნება აესრულებინა და მსოფლიო პირველობის თასი სამშობლოში ჩაეტანა.

სწორედ მათი დახმარებით შევიდა ლეო იმ ფორმაში, საიდანაც ტიტული ყველაზე ახლოდან მოჩანდა. "ჩაჰკიდა ხელი ბავშვებს, წაიყვანა ყველაზე მაღალ მწვერვალზე და იქიდან დაანახა დიდებული საფეხბურთო ხედები"...

მკითხველის კომენტარები / 27 /
ამ მუნდიალზე მესიმ ჩადო თავისი მაქსიმუმი და დამსახურებულადაც მიიღო საუკეთესო მოთამაშის ტიტული! ნუ ამაზე უკვე ანტი მესისტები თვალს ვერ დახუჭავენ. მაგრამ დარჩათ ერთი "არგუმენტი, თავიანთი ჭკუით კოზირი", რომ მესიმ მოისყიდა ფიფა, შეიხები, ყატარი, მსაჯები და ლამის მთელი მსოფლიო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ეს თქვენი შეთქმულების თეორია, ცილდება უკვე ყველანაირ ზღვარს! გინდათ თუ არ გინდათ უნდა შეეგუოთ, რომ მუნდიალი მოიგო მეგობრულმა ნაკრებმა!
მამუკას
25 დეკემბერი 2022 16:18
2
ამ მუნდიალზე მესიმ ჩადო თავისი მაქსიმუმი და დამსახურებულადაც მიიღო საუკეთესო მოთამაშის ტიტული! ნუ ამაზე უკვე ანტი მესისტები თვალს ვერ დახუჭავენ. მაგრამ დარჩათ ერთი "არგუმენტი, თავიანთი ჭკუით კოზირი", რომ მესიმ მოისყიდა ფიფა, შეიხები, ყატარი, მსაჯები და ლამის მთელი მსოფლიო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ეს თქვენი შეთქმულების თეორია, ცილდება უკვე ყველანაირ ზღვარს! გინდათ თუ არ გინდათ უნდა შეეგუოთ, რომ მუნდიალი მოიგო მეგობრულმა ნაკრებმა!
მამუკას
25 დეკემბერი 2022 16:17
2
არგენტინის ფანი ვიყავი ყველა გასულ ჩემპიონატზე, მაგრამ წელს რაღაც დაანონსებულივით ყველა ერთსა და იმავეს გაიძახდა რომ მესიმ უნდა მოიგოს მსოფლიო, ამ დროს ბოლო წლების ყველაზე სუსტი ნაკრები ჰყავდა არგენტინას, სამაგიეროდ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ფიფადან და სამსაჯო კორპუსიდან, პენალტების დანიშვნაზე არაფერს ვიტყვი რომელი დასადები იყო და რომელი არა, უბრალოდ ფინალურ მატჩში იყო რამდენიმე მომენტი ისეთი როდესაც ბურთი ჰქონდათ ფრანგებს და ამ დროს არგენტინლი არღვევს თამაშის წესებს მაგრამ ბურთი ისევ ფრანგებს რჩებათ და სახიფათო შეტევას აგრძელებენ და ამ დროს მსაჯი აჩერებს თამაშს და ნიშნავს ჯარიმას და ყვითელს უჩვენებს არგენტინელს,ანუ ჯარიმა არგენტინის სასარგებლოდ. ვითომ არაფერი მაგრამ ასეთი რამოდენიმე მომენტი იყო რომელიც შეიძლებოდა გოლით დამთავრებულიყო და მსაჯმა ჩაშალა შეტევა, ამისთვის მსაჯს არავინ არ დასჯის, მაგრამ ასეთი მცირე კრიკები ხშირად წყვეტენ თამაშის ბედს, ან კიდევ კუთხურის არ დანიშვნა ან დანიშვნა, იმ გუნდის სასარგებლოდ ვისკენაც სიმპატია გაქვს. მოკლედ მსაჯს შეუძლია მცირე სათამაშო ეპიზოდებით გადაწყბიტოს თამაშის ბედი, როდესაც ორი თანაბარი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს და ამაში მსაჯის მიკერძოებას ვერც ვერავინ ვერ შეამჩნევს და არც არავის დასჯიან.
ჩემი აზრით არგენტინას წელს საჩემპიონო გუნდი არ ჰყავდა, უბრალოდ მესის ჩემპიონობა უნდოდა ფიფას
მამუკა
25 დეკემბერი 2022 10:35
24
თუ ასე იყო ჯერ, რომ უპამეკანოს მოხდა ხელზე და მერე არგენტინელ მცველს, რახატომ დადო მსაჯმა მეორე პენალტი არგენტინის კარში 3-2 ჰა?
რრრ
25 დეკემბერი 2022 23:52
3
მამუკა გავიგეთ, რომ შენ იმათ რიცხვში ხარ, ვისაც არ გაუხარდათ არგენტინის ნაკრების გამარჯვება მესის თამადობით. მერე მეტი "დამაჯერობლისთვის" ნუ იძახი, რომ ხარ, თუ იყავი არგენტინის გულშემატკივარი, არ არის ეგ მართალი, მაგას პატარა ბავშვიც კი მიხვდება, რომ ტყუილია შენის მხრიდან. მერე, ლეო მესის ბრალია, რომ ყველას უნდოდა მისი გაემარჯვება? რატომ როლანდოს არ ქომაგობდნენ ასე? აი აქ უნდა ეძებოთ მიზეზი. მერე ნუ მიახტებით ფიფას, რომ ფიფამ გაამარჯვებინა, ესეც მაგარი სიცრუეა შენის მხრიდან. მოინდომეს ბიჭებმა და ლეო მესიმ , რომელთა ერთსულოვნებამ და გუნდურობამ მიიყვანა არგენტინის ნაკრები ამ გამარჯვებამდე, ასეთი მონდომებული და გაგიჟებული ლეო, მე პირადად არ მახსენდება!
მამუკას
25 დეკემბერი 2022 15:29
3
ყველა გამოხმაურება
მესის ბოლო ჩემპიონატი რატომ არის ვერ ვიგებ, 39 წლის ასაკში რომ წაიყვანონ მესი ჩემპიონატზე რა პრობლემაა?! რათქმაუნდა ვეღარ იქნება იმ ფორმაში რასაც მიგვაჩვია,მაგრამ ბევრი მიზეზია რატომაც შეიძლება წაიყვანონ მსოფლიოზე,ამიტომ ნუ გიყვართ ზოგიერთი ქართველი კომენტატორივით წინასწარ პროგნოზის გაკეთება,თორემ თქვენც შეირცხვენთ თავს.მე დარწმუნებული ვარ თუ ლეოს რამე სერიოზული ტრავმა არ ექნება შემდეგ მსოფლიოზე ითამაშებს და ამას გაგახსენებთ 2026 წელს.
საქართველო
25 დეკემბერი 2022 06:04
3
კარგი სტატიაა და სამაგლითოა, იმედია კვარაცხელია გახდება საქართველოს მესი და მას მხარში დაუდგებიან დანარჩენები და ავლენ დიდ სიმაღლეებზე.
ფეოლა
24 დეკემბერი 2022 21:48
5
საერთოდ გუნდში, პარადი მიყავს კაპიტანს! "როგორც ეპყრობი სხვას, ისე გეპყრობიან შენც". ფაქტი სახეზეა, რომ ლეო თანაგუნდელებს უყვართ და პატივს სცემენ.
სტატია ძალიან მომეწონა!
24 დეკემბერი 2022 18:18
0
დიდებულია დიდების აღწერა
შალვა
24 დეკემბერი 2022 16:06
1
ლეო თავისი ხასიათითაც უყვართ! ბრავო არგენტინელ მებრძოლ ბიჭებს, მაგარი ფეხბურთისთვის!
თემო
24 დეკემბერი 2022 14:55
2
კარგი სტატიაა
მურმანი
24 დეკემბერი 2022 13:41
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული