მომავალი მუნდიალის პირველი შეხვედრა მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, Azteca Stadium-ზე გაიმართება, რომელიც 83 264 ადამიანს იტევს.
ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა კი აშშ-ის ქალაქ ნიუ-ჯერსიში მდებარე MetLife Stadium-ზე შედგება, რომლის ტევადობაც 82 500-ია.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს სამი ქვეყანა: აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებს.
თუ არ დაიჯერებ, ვერც მოიგებ. უნდა გჯეროდეს.
მსოფლიოზე გასასვლელად კი მომავალი ერთა ლიგის გათამაშების(რომლის წილისყრაც ხუთშაბათს ჩატარდება) რანგით მეორე B ჯგუფში, მინიმუმ მეორე ადგილის დაკავება მოგვიწევს, რათა შემდეგ პლეიოფში, ძირითადი შესარჩევის მეორეადგილოსნებს შევხვდეთ 2026 წლის მსოფლიოზე გასასვლელად.
ასე რომ, ოცნება რომ რეალური გახდეს, ჯერ ეს ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი