"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის წევრი და ყოფილი ძიუდოისტი შოთა ხაბარელი სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გუშინ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

"ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდესმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას. მეც რაღაც
გამიკეთებია ქართული სპორტისთვის, საქმისთვის, პოლიტიკისთვის, მაგრამ ამაზე არ გავაგრძელებ, უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი…

ამიტომ, მოგმართავ, როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები. 

ან კანონი წაიკითხე და გვითხარი, რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ. ევროპას რაც შეეხება, მაგისთვის ყველაფერი კეთდება და თუკი რამე ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, ჩვენმა გუნდმა გადადგა ყველა და არა ამ აქციების ორგანიზატორებმა, ოღონდ ისე კი არა, მონებად რომ შევიდეთ, წევრებად რომ მიგვიღონ, ამას ვცდილობთ და იქნებ გაარჩიო ეს ყველაფერი ერთმანეთისგან. არ მგონია, შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად, ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან, სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა…", - წერს ხაბარელი.

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 255 /
რა საჭიროა ამ კანონის მიღება თუ დეკლარაციები ღია და გამჭირვალეა? ესეგი ხელისუფლებას ზეწოლის მექანიზმი უნდა რომ თავისთვის კომფორტი შეიქმნას.დრონი მეფობენ არა მეფენი. შეუცვლელი ხელისუფლება არ არსებობს საზოგადოება თვითონ გადაწყვიტავს ვინ იქნება ხელისუფლებაში. მომავალი ქვეყანა ახალგაზრდების არის.
jorj
04 მაისი 2024 09:09
13
ერთად შეიკრიბეთ და ჰაიდა დიდ რუსეთი დარჩენით
ხოდა წადით იმ თქვრნ რუსეთში
03 მაისი 2024 23:24
9
მართალია ეს კაცი, კაი რჩევა მისცა
ზურა
03 მაისი 2024 11:41
33
ბატონო შოთა ბუდუ მედლის იმ მხარეს დგას სადაც სიმართლეა და სადაც ერის ნებაა და არა იმ მხარეს სადაც თქვენი კორუმპირებული და რუსეთუმე გუნდი დგას სამწუხაროდ. აქ მონობის პროპაგანდას ჯობია ერის და მომავალი თაობის ნება შეასრულოთ თორემ ვერც ჭიდაობა გიშველით და ვერც თქვენი მამა მარჩენალი მოსკოვი ვერ გაგვასწრებთ საქართველოდან !!!
გიო9
04 მაისი 2024 10:04
11
ვისაც არ გახსოვთ გეტყვით, რომ ეს ახალგაზრდების დამრიგებელი.უგანათლებულესი და პატრიოტი კაცი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა მოსკოვის ოლიმპიადაზე 1980 წელს. მაშინ როდესაც ნახევარმა მსოფლიომ ბოიკოტი გამოუცხადა სსრკ ს და მოსკოვის ოლიმპიადას.რა ქნას აქვს ნოსტალგია რუსეთის. სსრკ დრო იყო მისთვის ოქროს ხანა მოახმაროს ღმერთმა მშვიდობაში ჩვენ თავი დაგვანებონ მისთანებმა ვისაც რუსეთის გარეშე არ შეუძლია...ბუდუს და ბიჭებს ყველამ თავი დაანებეთ ისინი უკვე გმირები არიან რამდენიც არ უნდა ლანძღოთ.
დალიკა
03 მაისი 2024 23:29
9
ზურგ ჩანთიანი ურწმუნოები, რო არიან ეს ქაჯები, იმიტომაც დაწრწიან მშიერი ძაღლებივით. ფუი თქვენი? შეაზიზღეთ ხალხს თავი! ისე არ ქნათ რო გამოვიდეთ და გაგიჩეჩქვოთ ეგ დამპალი თავები. საიდან ფულები: საყვირებისთვის, ლაზერული სანათებისთვის და ასე შემდეგ? გრანტები, გრანტები, გრანტები.
მაწანწალებს.
03 მაისი 2024 23:17
15
ხოჭოლავა და ბასილაშვილი უჯიგრო ტიპები არიან!პირადი ცხოვრების მეტი არაფერი აინტერესებს,არც არასდროს უქართველიათ,დავაი,დავაი ბიჭებოო!!!!
!!-ს
03 მაისი 2024 18:49
16
ვერ შევალთ და ნუ შევალთ მერე.
ვიყოთ ჩვენს ჭკუაზე,სანამ თვითონ არ შეგვეხვეწებიან-სწორედ თურქეთივით
Levani
03 მაისი 2024 17:21
36
შენს ჭკუაზე, ანუ ნათლუღის ბაზრის დონეზე უნდა დავრჩეთ?
სიმართლის მოყვარული
03 მაისი 2024 18:38
4
გამოვა, "რუსის ჭკუაზე" და მისი პირობებით...
ჰოდა, ეგ არის მიზანი: მარტო პირისპირ რუსეთთან !
შენც ეგ გინდა ?!
და რომ ა რ გამოვა "ჩვენს ჭკუაზე" ?
03 მაისი 2024 19:00
5
ერის გათახსირება მაშინ იწყება,როცა საკუთარი ისტორიის დავიწყებას იწყებს!ისტორია კი რა არის?შენი ქვეყნის,მისი შვილების ღვაწლის,გმირობის,მარცხის,შეცდომის,გმირობის,დანაშაულის ხსოვნა.როაცა გმირობასა და ღალატს შორის სხვაობას აღარ ხედავს,მანდ მთავრდება ადამიანის ერის შვილობა.
სოსო
04 მაისი 2024 10:41
1
სოსო აი ბაჯაღლო მზე ხარ
სოსო-ს
04 მაისი 2024 22:44
2
ერთი სახელმწიფო მაინც დაასახელეთ ვინც ვასალად მიიღეს ევროკავშირში,არ არსებობს ეგეთი და ვინც იქ შევიდა ყველამ ამოისუნთა,ბულგარეთის და რუმინეთის თამადობით,აღარაფერს ვიძახი ხორვატია და სლოვენიაზე,ესენი უბრალოდ ამ ბოლო დროს მიღებულები არიან და იმიტომ გავამახვილე ყურადრება ამ ქვენებზე,ასე რომ ნუ მოიგონეთ ახალი ნარატივი,თითქოს ევროკავსირს ვასალად ვწირდებით,არავინ ჭამს მაგას
daviti
03 მაისი 2024 22:19
4
ნეტაი მაგას ჭამდე და რასაც ჭამ ,იმას არა . კარგად დააკვირდი სუნს და მიხვდები რასაც ჭამ ))
ჭიჭიკია
04 მაისი 2024 00:18
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული