"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის წევრი და ყოფილი ძიუდოისტი შოთა ხაბარელი სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გუშინ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

"ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდესმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას. მეც რაღაც
გამიკეთებია ქართული სპორტისთვის, საქმისთვის, პოლიტიკისთვის, მაგრამ ამაზე არ გავაგრძელებ, უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი…

ამიტომ, მოგმართავ, როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები. 

ან კანონი წაიკითხე და გვითხარი, რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ. ევროპას რაც შეეხება, მაგისთვის ყველაფერი კეთდება და თუკი რამე ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, ჩვენმა გუნდმა გადადგა ყველა და არა ამ აქციების ორგანიზატორებმა, ოღონდ ისე კი არა, მონებად რომ შევიდეთ, წევრებად რომ მიგვიღონ, ამას ვცდილობთ და იქნებ გაარჩიო ეს ყველაფერი ერთმანეთისგან. არ მგონია, შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად, ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან, სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა…", - წერს ხაბარელი.

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 255 /
ჯერ უნდა იქართველო,ყველგან და ყველაფერში და ყველა დროს,თავაწეულად,თავისუფლად,შენივე დამოუკიდებელი ქვეყნის გაშლილი ბაირაღების ამაყად შემყურედ,მუდმივად მებრძოლი -მოძალადესთან,შენი ხალხის,ქვეყნის,ხვათა მონობაში ყოფნის ვერშეგუებით.და თუ ცხოვრება გალიე დამონებულმა უბრძოლველად,დაჩოქილმა,ხმაც არ ამოგეღება,თუნდაც ათჯერ მსოფლიოში უძლიერესი იყო,სპორტში,ხელოვნებაში,თუ მეცნიერებაში და ნებისმიერ ადამიანის სოციალურ ყოფაში არსებობის მცდელობით.ყველა ალალ მართალმა ქართველმა ერთ აზროვნად ,მართლად ვიცით ვინ რას წარმოვადგენთ და წარმოადგენდა უწინ,და ვინ იყო და ვინაა საქართველოსთვის ვაჟკაცი და ვინ იყო და ვინაა ქალაჩუნა.ჩვენი მთავრობა რომ შიშით,მიედ მოედება და ვითომ ფრთხილ "პოლიტიკას" მიმართავს,და ისევ სხვათა მონობისკენ გვიბიძგებს, თავისი" უკბილო მოქმედებებით ",აშკარა ჭეშმარიტებაა.ეხლა არაა "ყბედობის "დრო ერთმანეთის "ჭკუა დარიგებებით",ერთობლივი ბრძოლაა საჭირო,მათთან მხარდამხარ,ვინც მოძალადეს- ძალით ,მის მძლევ ძალას დაუხვედრებს,წააგებს? უკრაინა,არაკაცი ეცდება მოკლე დროში კვლავ დააჩოქოს ყაზახეთი,მოლდოვა,შუა ახიის ქვეყნები და "ჩვენც" მიგვაყოლებს,სხვა და სხვა ხრიკების ყენებით,შოლტი-ორცხობილით წყებული,ომით -შეჭრით დამთავრებული.OTAN ში და EU ში შესვლა გვიმუხრუჭდება ჩვენივე უტვინო მთავრობის ევროკავშრში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ "ჭინვებისა" გამო,შეუგნებლად? თუ შეგნებულად! მოძალადის თვალნათლივად ყველასთვის,დახმარებით,ერთად ბრძოლით ვიმარჯვებთ,მხოლოდ,ჭკვიანურად-ვაჟკაცობით
მ.ზ. დიდი ბრიტანეთი.
03 მაისი 2024 23:06
5
ტროლები და ბოტები ხართ თქვენ, თქვე ტვინგამორეცხილო ნაც რუპორებო! ზუსტადაც მინდა მივიღოთ კანონი, რომელიც გარეშე ძალებს არ მისცემს ფინანსებს ნაცებს და არ დაეხმარება მათ რევოლუციის მოწყობაში, რომ მერე მათი თითის ქნევით და ბრძანებებით აცეკვონ მთელი ქვეყანა! 2008-ში ომი რო დააწყებინეს სააკაშვილს და მთელ მთავრობა გაიხისნა ოჯახებიანად, სამშობლო კი მოგვიგდეს დასაცავად ხალხს ასე მოგიწევთ ისევ და უბრალო ხალხის შვილები გაიჭყლიტებიან, წარჩინებულები კი გაიპარებიან, როგორც ეს უკრაინაში ხდება! ასე რომ აზრზე მოდით!
სანი
03 მაისი 2024 14:33
19
ჩემი ქვეყნის პატრიოტებო(დავალება მიცემულ ენჯეოშნიკებს ბუნებრივია არ ვგულისხმობ),ამ კანონის მიღებით არაფერი არ მთავრდება.შემოდგომაზე არჩევნები მოვა,მერე ხმა იმას მივცეთ,ვისაც გვინდა. ეხლა არეულობა აწყობს მტერს და ნაც-ლიბერასტებს.მათვის ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი შანსი ქაოსია
მარტვილელი
03 მაისი 2024 13:44
29
ვის გვერდში დგას ბუდუ,ფეხბურთის არჩეული პრეზიდენტი ერთი ზარით რომ მოუხსნეს?
ხელს აწერს ბუდუ (და სხვებიც) მამათმავლობაზე? აბორტებზე? მტერთან შარვალჩახდილ წაკუზვაზე? პატრიარქის და ეკლესიის დაუღალავ ლანძღვა-გინებაზე? ვინ აფინანსებს ამ სიბუინძურეს?
თანახმანი არიან მათ შვიებს სკოლაში მესამე სქესი ასწავლონ და თვითონ მამები კი არა-მშობელი 1 და მშობელი2 იყვნენ?!
ადამიანი
03 მაისი 2024 14:21
23
მაგარი გასული ხარ ღარიბაშვილის მხარეს, გამო აქეთ.
მშობელი N4
03 მაისი 2024 22:33
2
შვილო ბუდუ კალაძეს და მის ნაპირებს რა უნდა კითხო თავის კარში ორი გოლი გაიტანა,მილანში ფულის გულისთვის თავს იკლავდა დააგროვა სიმდიდრე და ახლა გამეფება მოუნდა ოღონდ რუსეთში,აბა თქვენ იცით თამაშზე იფიქრე ამ რუსეთუმეებს თავი დაანებე.
წინ ევროპისკენ თქვენ უნდა გაართიანოთ ჩვენი საქართველო.
იზაბელა თევდორაძე
08 ივნისი 2024 09:36
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული