L'Equipe: ნეიმარმა პსჟ-ში სამედიცინო შემოწმება გაიარა

AutoSharing Option
ფრანგული სპორტული გამოცემის, L'Equipe-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარმა პსჟ-ში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.

წყაროს ცნობით, პარიზული კლუბის ექიმებმა ბრაზილიელი ვარსკვლავი ქალაქ პორტუში შეამოწმეს. სამედიცინო შემოწმებას "ბარსელონასა" და "პარი სენ-ჟერმენის" ყოფილი მარცხენა მცველი მაქსველიც ესწრებოდა, რომელიც ამჟამად პარიზული კლუბის კოორდინატორია.

გუშინ "ბარსელონამ" დაადასტურა, რომ ნეიმარმა წასვლის სურვილი გამოთქვა. ახლა "პარი სენ-ჟერმენი" კატალონიურ კლუბთან მოლაპარაკებას ცდილობს იმისათვის, რომ ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევას თავი აარიდოს. "ბარსა" კი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის, 222 მილიონის სრულად გადახდას ითხოვს.

- "ბარსელონა" ადასტურებს: ნეიმარს წასვლა უნდა

000-000-evro-5-tselitsadshi-sheikhtha-akhirebis-dro.html">- 502 000 000 ევრო 5 წელიწადში - შეიხთა ახირების დრო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული