დასრულდა - ნეიმარი "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელია!

AutoSharing Option
3 აგვისტოს წერტილი დაესვა სატრანსფერო საგას, რომელიც მთელი თვეა, მსოფლიო მედიას აზანზარებს - ნეიმარი "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელად გამოცხადდა.

შესაბამისად, ის გახდა პლანეტის უძვირფასესი მოთამაშე, რომელიც კვირაში 500 ათას გირვანქას მიიღებს, ხოლო "ბარსელონას" სალარო 198 მილიონი გირვანქით (222 მილიონი ევრო) შეივსება. პსჟ-ისა და 25 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავის კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

ნეიმარი "ბარსაში" 2013 წლიდან თამაშობდა და 186 მატჩში 105 გოლი გაიტანა, ბრაზილიის ნაკრებში მისი მონაგარი კი 77 მატჩი და 52 გოლია.

"ძალიან მიხარია, რომ უკვე "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელი
ვარ. ბოლო წლებში ის ამბიციური კლუბი გახდა და ჩემი მთავარი გამოწვევაა, დავეხმარო მას ტიტულების მოგებაში. სწორედ ამ ამბიციამ, ჟინმა და ენერგიამ იქონია გავლენა ჩემს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. მზად ვარ, დაუღალავად ვიშრომო იმისთვის, რომ "პარი სენ-ჟერმენის" მილიონობით გულშემატკივარს დიდი სიხარული მოვუტანო", - თქვა ნეიმარმა პსჟ-ის პრესსამსახურთან კომენტარში.

ერთიც და სულაც არა სასხვათაშორისო: ნეიმარის ფრანგული ტრანსფერი პსჟ-ს თვით საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიულოცა, ეიფელის კოშკი კი სულაც ბრაზილიის დროშის ფერებით გაანათეს...

ერთი სიტყვით, არა მხოლოდ პარიზი, სრულიად საფრანგეთი აღტყინდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნეიმარი პსჟ ში დაკარგავს უმთავრესს პოპულარობას ისევე როგორც დაკარგა ზლატანმა, დაკარგა დი მარიამ სად სენტეტიენთან, კაენთან და სოშოსთან თამაში და მისი გაშუქება და სად რეალთან ატლეტიკოსთან სევილიასთან თამაში. ლიგის მოსაგებად თუ მივიდა ბარსელონას, რეალს, ბაიერნს ალბათ ყოველთვის უფრო მეტი შანსი ექნებათ ლიგის მოგების ვიდრე პსჟ. ერთადერთი მიზეზი რითვისაც წავიდა არის ფული და ფულის სანაცვლოდ იგი დაკარგავს აქტუალურობას მსოფლიოში.
dadu
10:16 04-08-2017
2
სამწუხაროდ ამ ბიჭს ჭკუა მარტო ფეხებში ჰქონია:( აკეთოს ახლა თავისი ფინტები ბასტიასთან და გინგამთან. პსჟ-ს კი ჩემპიონტთა ლიგის მოგების დაახლოებით იგივე შანსები აქვს რაც ჩიხურას. ძალიან დასანანია, იმედია ბრაზილიის ნაკრებში მაინც გაიბრწყინებს 2018-ში.
ბიკენტი
11:12 04-08-2017
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული