დაუსრულებელი საგა: "პარი სენ ჟერმენი" ნეიმარს ვერ არეგისტრირებს

AutoSharing Option
222-მილიონიანი ტრანსფერები ისე "მარტივად" არ ხორციელდება, როგორც ეს ბოლო დღეებში გვეგონა - ნეიმარის "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელად დარეგისტრირება კვლავ ვერ ხერხდება.

ნეიმარმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი უკვე გაწყვიტა და საკუთარი მომავალი პსჟ-ს დაუკავშირა, მაგრამ პარიზული გუნდის მაისურით მას ოფიციალურ შეხვედრაში თამაშის უფლება ჯერ არ აქვს. ამის მიზეზი ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგაა.

ლა ლიგამ ნეიმარის პსჟ-ში გადასვლისთვის ხელის შეშლა ერთხელ უკვე სცადა, მაგრამ შედეგი მხოლოდ ტრანსფერის რამდენიმე საათით გაჭიანურება იყო. ესპანელები დროის გაყვანასა და "პარი სენ ჟერმენის" წარმომადგენლების ნერვებზე თამაშს ახლაც ცდილობენ და
ისინი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში საჭირო დოკუმენტების გაგზავნას არ ჩქარობენ.

იმის გამო, რომ ლა ლიგამ საფრანგეთში ე.წ. ტრანსფერის ფურცელი დროულად არ გაგზავნა, "ამიენთან" შაბათს გამართულ შეხვედრაში ნეიმარის დებიუტი ვერ შედგა. გავრცელებული ინფორმაციით, ხავიერ ტებასის ორგანიზაციას პროცესის კიდევ 10 დღით გაჭიანურება შეუძლია და თუ ლა ლიგამ ეს უფლება გამოიყენა, მაშინ 25 წლის ბრაზილიელი ვერც ლიგა ერთის მე-2 ტურში ითამაშებს "გენგამთან".

- დასრულდა - ნეიმარი "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელია!

- 222 მლნ სკამზე - ნეიმარს ისღა დარჩენია, პსჟ-ის თამაშს ტრიბუნიდან უყუროს

- საფრანგეთი. ლიგა 1. I ტური: ნეიმართან ერთად და ნეიმარის გარეშე... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ღირსება აყრილი ბარსელონა,თუ დატოვება უნდოდათ ნეიმარის მოლაპარაკებოდნენ,
ფულზე გაიყიდაო-კაცი თავისი თამაშით, არამარტო თავისთვის შოულობს ფულს ,არამედ 100 ჯერ მეტს გუნდისთვის,შე კაზიოლო ოქროს კვერცხი მდებელი ქათამი გყავდა გუნდში და ვერ შეინარჩუნე და ეხლა იკბინები უკბილო ბებერი ძაღლივით?
ვინც მეტი გადაუხადა იმასთან წავიდა,რა არის ამაში გასაკვირი?
ერთი თვითონ თუ გადადგავენ ნაბიჯს უფულოდ?
ბექა
16:41 08-08-2017
3
ბარსელონაა თავი, ლა ლიგა და სხვა დიდი გუნდების ალიანსის შეკვრაც უნდოდა ბარსელონას ამის წინააღმდეგ..ვეთანხმები ბექას- ბარსელონა უთავმოყვარეო ადამიანების თავყრილობაა... ფულზე გაიყიდაო..აბა, რაზე უნდა გაყიდულიყო?
თვითონ როგორ გადმოიყვანა ბრაზილიიდან. ყველაზე უნამუსო გუნდიც კი არ მოიქცეობა მასე- გამოძიებებიც კი იყო, ძლივს ჩააწყნარეს სიტუაცია..
ყური მიგდე
18:33 08-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული