პსჟ-მ ნეიმარის უკვე 20 ათასი მაისური გაყიდა

AutoSharing Option
ნეიმართან კონტრაქტის გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში, "პარი სენ-ჟერმენმა" ბრაზილიელის 20 ათასი მაისური გაყიდა, - დაწერა ესპანურმა გაზეთმა AS-მა.

აღნიშნავენ, რომ ფრანგულმა კლუბმა ანხელ დი მარიას ამდენივე მაისურა გაყიდა, ოღონდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

"გაყიდული მაისურების 90 პროცენტი - ნეიმარის გვარითაა, - განაცხადა ელისეს მინდვრებზე და "პარკ დე პრენსის" მიმდებარე ტერიტორიაზე პსჟ-ის მაღაზიების წარმომადგენელმა. - ზოგიერთი მოდელი უკვე მთლიანად გაიყიდა".

ნეიმარის მაისური, "პარი სენ-ჟერმენის" ოფიციალურ მაღაზიაში, 100 ევრო ღირს. ეს ნიშნავს, რომ პარიზელებმა, ბრაზილიელის მაისურების გაყიდვით, 2 მილიონის შემოსავალი ნახეს.

-
ნეიმარმა "პარი სენ-ჟერმენში" უკვე მილიონზე მეტი გამოიმუშავა


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული