აღნიშნავენ, რომ ფრანგულმა კლუბმა ანხელ დი მარიას ამდენივე მაისურა გაყიდა, ოღონდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
"გაყიდული მაისურების 90 პროცენტი - ნეიმარის გვარითაა, - განაცხადა ელისეს მინდვრებზე და "პარკ დე პრენსის" მიმდებარე ტერიტორიაზე პსჟ-ის მაღაზიების წარმომადგენელმა. - ზოგიერთი მოდელი უკვე მთლიანად გაიყიდა".
ნეიმარის მაისური, "პარი სენ-ჟერმენის" ოფიციალურ მაღაზიაში, 100 ევრო ღირს. ეს ნიშნავს, რომ პარიზელებმა, ბრაზილიელის მაისურების გაყიდვით, 2 მილიონის შემოსავალი ნახეს.
-
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"