რუდი გარსიამ ემანუელ მაკრონს ფრანჩესკო ტოტის მაისური აჩუქა

AutoSharing Option
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. ამას წინათ პირადად მიულოცა პსჟ-ის პატრონს, ნასერ ელ ხელაიფის "ბარსელონას" ფორვარდის, ნეიმარის შეძენა.

გუშინ ემანუელი მარსელში "ოლიმპიკის" ბაზას ეწვია და გუნდის მწვრთნელ რუდი გარსიას შეხვდა. როგორც იცით, გარსია ადრე "რომას" თავკაცი გახლდათ და ქვეყნის პრეზიდენტს თავისი ყოფილი ფეხბურთელის, ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტის მაისური გადასცა.

მაკრონი გუნდის ვარჯიშსაც დაესწრო და მოთამაშეებს წარმატებები უსურვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული