ლიგა ერთის ახალი რეკორდი: "მონაკომ" ზედიზედ 15 თამაში მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა, "მონაკომ", ლიგა ერთში ზედიზედ მე-15 თამაში მოიგო და ტურნირის ახალი რეკორდი დაამყარა.

"მონაკომ" ჩემპიონატის გასული გათამაშება მიჯრით 12 მოგებით დაასრულა და ახალი სეზონის სტარტზე სამივე შეხვედრაში იმარჯვა. ზედიზედ 15 შეხვედრა კი, ლიგა ერთში, აქამდე, არავის მოუგია.

"მეცსა" და "მონაკოს" შორის გამართული შეხვედრის ერთადერთი გოლი რადამელ ფალკაოს ანგარიშზეა. კოლუმბიელმა თავდამსხმელმა, საწყის 3 ტურში, უკვე 5 ბურთი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული