"რენმა" უსმან დემბელეს ტრანსფერიდან 26 მილიონი ევრო მიიღო

AutoSharing Option
ისტორიაში მე-2 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის, უსმან დემბელეს პირველი პროფესიონალური კლუბი, "რენი", 26 მილიონი ევროთი გამდიდრდა.

"რენსა" და "ბორუსიას" შორის 2016 წელს გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, დორტმუნდელები, ტრანსფერის საფასურის, 15 მილიონი ევროს გარდა, ფრანგები ფეხბურთელის მომდევნო გაყიდვიდან 25%-ს მიიღებდნენ. დემბელე "ბარსელონაში" 105 მილიონ ევროდ გადავიდა და შესაბამისად, "რენმა" 26 მილიონზე ცოტათი მეტი მიიღო. სულ, ფრანგულმა კლუბმა უსმან დემბელეს ტრანსფერიდან 41 მილიონი ევრო იხეირა. "ბორუსიამ" კი, ფინანსურად 64 მილიონის მოგება ნახა.

"ბარსელონასა" და "ბორუსიას" შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, კატალონიელებს, ბონუსების სახით, შესაძლოა, კიდევ
40 მილიონის გადახდამ მოუწიოთ. აქედან 30 მილიონი გერმანელებს დარჩებათ, 10 მილიონს კი "რენი" მიიღებს.

- ოფიციალურად: უსმან დემბელე "ბარსელონაში" გადადის, მასზე ძვირი კი მხოლოდ ნეიმარი ღირს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული