ლიგა 1. IV ტური: პსჟ-ს კონკურენტები ქულებს კარგავენ [VIDEO]

AutoSharing Option
26 აგვისტის საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

"ლიონმა" სტუმრად ვერაფერი მოუხერხა ბრეტონულ "ნანტს" და 0:0 დაუზავდა. ეს "ლიონის" ზედიზედ მეორე ფრეა, ორი მოგების შემდეგ.

"ნიცა" "ამიენთან" 0:3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ დამარცხებულთა რიგებში არ ყოფილა მარიო ბალოტელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ძალზე ცუდად ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ 12 ქულით ერთპიროვნულად პსჟ ლიდერობს, რომელმაც პარასკევს "სენტ ეტიენი" 3:0 დაამარცხა. დღეს "მონაკო" "მარსელს" მასპინძლობს.

ნანტი-ლიონი 0:0

ამიენი-ნიცა 3:0
გოლები: 1:0 კაკუტა (15), 2:0 კონატე (28), 3:0 კონატე (88)


ბორდო-ტრუა 2:1
გოლები: 1:0 კამანო
(10), 2:0 სანქარე (48), 2:1 დარბიონი (52)

კაენი-მეცი 1:0
გოლი: 1:0 როდელენი (50)

დიჟონი-მონპელიე 2:1
გოლები: 1:0 ჟანო (62), 1:1 სიო (49), 2:1 ჟანო (62)

ტულუზი-რენი 3:2
გოლები: 0:1 მუბელე (7), 1:1 დურმაზი (35-პენ), 2:1 ი. დიოპი (58), 2:2 სარი (65), 3:2 დურმაზი (71-პენ)
გაძევება: ამალფიტანო (70. რენი)

პარასკევი. 25 აგვისტო
პსჟ-სტ. ეტიენი 3:0

კვირა. 27 აგვისტო
გენგამი-სტრასბური 17:00
ანჟერი-ლილი 19:00
მონაკო-მარსელი 23:00

1. პსჟ - 12 ქულა; 2. მონაკო - 9; 3. სტ. ეტიენი - 9; 4. ლიონი - 8; 5. ბორდო - 8.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული