ლიგა 1. IV ტური: 20 წლის შემდეგ, "მარსელმა" 6 გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
"თუ ასე გაგრძელდა, ეს იქნება ნეიმარის ლიგა", - ჯერ კიდევ ამ ტურამდე თქვა პსჟ-ის თავკაცმა უნაი ემერიმ. მართალია, "სენტ ეტიენთან" მატჩში ნეიმარ ჯუნიორს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი მიუთვლია (და ეს პირველად მოხდა ლიგა 1-ში), მაგრამ სამივე გოლი აქამდე უნაკლო დაცვის პატრონი გუნდის კარში ბრაზილიელის წყალობით გავიდა - ჯერ მისი პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილ ედინსონ კავანის მოქაჩეს და პენალტი დაინიშნა, მერე მისი ჩაწოდებული საჯარიმო მკერდით გაიჩერა მარკინიოსმა და ტიაგო მოტამაც
დაამატა, ბოლოს კი ნეიმარმა მარჯვენა ფლანგზე მონიე მოძებნა და ბელგიელმაც კავანის ბოლო პასი არ დაუგვიანა - 3:0.

ის, რომ ნეიმარმა ბოლომდე ვერ გაილაღა, 23 წლის ნორვეგიელის, ოლე კრისტიან სელნესის დამსახურებაა, რომელიც ბრაზილიელის აჩრდილად იქცა და მას სივრცეები მოუსპო. სელნესს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დავასახელებდით, ნეიმარს თავისი მაინც რომ არ გაეტანა. ასე რომ, ჩვენი აზრით, საუკეთესო დუბლის ავტორი ედინსონ კავანია, რომლის ანგარიშზე უკვე 5 გოლია ამ სეზონში.

მატჩს NBA-ს სუპერვარსკვლავ სტეფ კარი ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ნეიმარი მას თამაშის სტილით ჰგავს.

სეზონის პირველი უგოლო ფრე "ნანტმა" და "ლიონმა" შემოგვთავაზეს. "ლიონმა" ბოლო ორ ტურში უკვე 4 ქულა დაკარგა. "ლიონს" დაცვაში არ გასჭირვებია, მეტოქემ პირველ ტაიმში "ლიონის" საჯარიმოში ერთხელაც ვერ მიიღო ბურთი, მაგრამ ბრუნო ჟენეზიოს ბიჭებმა შეტევაში ვერ ივარგეს.

"ლუი II-ზე" გამოჩნდა, რომ "მარსელს" ლიგა 1-ის ელიტაში დაბრუნებამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია, "მონაკომ" მხოლოდ ერთ ტაიმში ოთხი გოლი გაუტანა რუდი გარსიას კრებულს. საბოლოოდ, ჟარდიმის გუნდმა "მარსელი" 6:1 შეარცხვინა და პსჟ-სთან ერთად ლიდერობს ლიგა 1-ს.

ფაქტები
  • ედინსონ კავანიმ (პსჟ) ლიგა 1-ის ზედიზედ 12 ტურში გაიტანა (13 გოლი)
  • ედინსონ კავანი გახდა პირველი ფეხბურთელი 2011/12 წლების სეზონის შემდეგ, ვინც საწყის 4 ტურში გაიტანა ლიგა 1-ში. მაშინ თავი ალან ტრაორემ ("ოსერი") გამოიჩინა.
  • ბენჟამინ ჟანომ ("დიჟონი") 1 520-წუთიანი უგოლო სერია შეწყვიტა.
  • ლიგა 1-ში "ამიენის" პირველი, ისტორიული გოლის ავტორი გაელ კაკუტაა
  • ფირმინ მუბელემ ("რენი") ამ სეზონში 4-ჯერ დაარტყა მეტოქეთა კარში და 3 გოლი გაიტანა
  • "მონაკომ" ლიგა 1-ში პირველ ტაიმში 4 გოლი 2003 წლის მერე პირველად გაიტანა, ხოლო "მარსელმა" 2002 წლის მერე პირველად გაუშვა
  • გასული და ახლანდელი სეზონების ჯამში მცველებს შორის ყველაზე მეტი გოლი კამილ გლიკმა ("მონაკო") გაიტანა - 8
  • ნიკოლას დე პრევილმა ("ლილი") 2017 წელს საჯარიმოს გარედან 5 გოლი გაიტანა, ყველაზე მეტი ლიგა 1-ში
  • "მარსელმა" 1997 წლის მერე ლიგა 1-ში 6 გოლი პირველად გაუშვა. მაშინ სულაც 8 გაუშვა "ლიონთან" დაპირისპირებაში

პსჟ-სტ. ეტიენი 3:0
გოლები: 1:0 კავანი (20-პენ), 2:0 ტიაგო მოტა (51), 3:0 კავანი (89)
პსჟ (4-3-3): არეოლა - მონიე, მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა (80. ი. ბერჩიჩე) - პასტორე (80. ლო სელსო), ტიაგო მოტა, რაბიო - დი მარია (83. დრაქსლერი), კავანი, ნეიმარი


ნანტი-ლიონი 0:0
ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - ტეტე, მარსელო, მორელი, მენდი - ტუსარი, ფერი (86. ოარი) - ბ. ტრაორე, ფეკირი, კორნე (78. დეპაი) - მ. დიასი (69. მაულიდა)


ამიენი-ნიცა 3:0
გოლები: 1:0 კაკუტა (15), 2:0 კონატე (28), 3:0 კონატე (88)


ბორდო-ტრუა 2:1
გოლები: 1:0 კამანო (10), 2:0 სანქარე (48), 2:1 დარბიონი (52)

კაენი-მეცი 1:0
გოლი: 1:0 როდელენი (50)

დიჟონი-მონპელიე 2:1
გოლები: 1:0 ჟანო (62), 1:1 სიო (49), 2:1 ჟანო (62)

ტულუზი-რენი 3:2
გოლები: 0:1 მუბელე (7), 1:1 დურმაზი (35-პენ), 2:1 ი. დიოპი (58), 2:2 სარი (65), 3:2 დურმაზი (71-პენ)
გაძევება: ამალფიტანო (70. რენი)

გენგამი-სტრასბური 2:0
გოლები: 1:0 დიალო (63), 2:0 ბრიანი (87)

ანჟერი-ლილი 1:1
გოლები: 1:0 კულიბალი (60), 1:1 დე პრევილი (68)

მონაკო-მარსელი 6:1
გოლები: 1:0 გლიკი (2), 2:0 ფალკაო (20-პენ), 3:0 ფალკაო (34), 4:0 დიაქაბი (45), 5:0 სიდიბე (68), 5:1 კაბელია (75), 6:1 ფაბინიო (79-პენ)
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - სიდიბე (80. ა. ტურე), გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე - რონი ლოპეში, ჟოაო მოუტინიო, ფაბინიო, ლემარი - დიაქაბი (62. ტილემანსი), ფალკაო (78. კარილიო)
მარსელი (3-4-1-2): მანდანდა - ჰუბოჩანი, როლანდო, დორია (46. მ. ლოპესი) - საკაი, სერტიჩი, ლუის გუსტავო, ამავი (46. კაბელია) - სანსონი (77. ზამბო) - ტოვენი, ჟერმენი


ბომბარდირები: 7 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 5 - ედინსონ კავანი (პსჟ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული