"ლიონის" პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფი შეადარა კენგურუს, რომელიც მასტურბირებს

AutoSharing Option
"ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშენ ოლა "პარი სენ-ჟერმენის" სატრანსფერო პოლიტიკას აქამდეც აკრიტიკებდა, ახლა კი, ის თავისი პარიზელი კოლეგის დაცინვაზე გადავიდა.

გუშინ ოლას Twitter-ზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც მასტურბაციით დაკავებული კენგურუა გამოსახული. ვიდეოს ასეთი მინაწერი ჰქონდა: "ნასერი და ფინანსური ფეარ-ფლეი". ნასერში პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი იგულისხმებოდა.

მოგვიანებით, "ლიონის" პრეზიდენტს თავის მართლება მოუხდა, მაგრამ ის მაინც არ უარყოფს, რომ პოსტის შინაარსს ეთანხმება: "მინდოდა პოსტი მომეწონებინა და შემთხვევით გავაზიარე. ნასერს უფლება აქვს, აკეთოს ის, რასაც აკეთებს. ის მართალია იმიტომ, რომ მას ამის კეთების უფლებას აძლევენ."
- განაცხადა ოლასმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული