ლიგა 1. V ტურის წინ: გაიცანით... MCN!

AutoSharing Option
"ბარსას" შეტევის სუპერტრიო MSN (მესი-სუარესი-ნეიმარი) დაიშალა და მისი დეტალისგან პარიზში MCN (მბაპე-კავანი-ნეიმარი) აეწყო.

ეს ტრიო ჯერ საქმეში არ გვინახავს, მაგრამ შეიძლება დღეს ვნახოთ! "პარი სენ-ჟერმენი" "მეცს" სტუმრობს. მბაპე უკვე გუნდშია და პსჟ-ის სუპერვარსკვლავებთან ერთად ვარჯიშობს. 18 წლის სენსაციას სასტარტოში არავინ მოიაზრებდა, მაგრამ ანხელ დი მარიამ არგენტინის ნაკრებში ტრავმა მიიღო და 3 კვირას გამოტოვებს. მოკლედ, ემერის 4-3-3-ის მარჯვენა ფრთაზე შეიძლება მბაპე ვიხილოთ, ცენტრში - კავანი, მარცხნივ კი - ნეიმარი.

საინტერესო დაპირისპირება გველის "ალიანზ რივიერაზე", სადაც "ნიცა" ჩემპიონ "მონაკოს" მასპინძლობს, რომლის რიგებშიც
სტევან იოვეტიჩს ველით.

ფაქტები
  • ყველაზე მეტი დარტყმა (ისე, რომ გოლი ვერ გაიტანა) ამ სეზონში ანხელ დი მარიას (პსჟ) ეკუთვნის - 15.
  • ლიგა 1-ის ყველაზე მაღალი ფეხბურთელია ლასინა ტრაორე (ამიენი) - 203 სმ.
  • კილიან მბაპემ (პსჟ) გასულ სეზონში "მონაკოს" მაისურით 23 გოლში მიიღო მონაწილეობა - 15 გოლი, 8 საგოლე პასი.

საფრანგეთი. ლიგა 1. V ტური
პარასკევი. 8 სექტემბერი
ლილი-ბორდო 21:00
მეცი-პსჟ 22:45

შაბათი. 9 სექტემბერი
ნიცა-მონაკო 19:00
კაენი-დიჟონი 22:00
მონპელიე-ნანტი 22:00
სტრასბური-ამიენი 22:00
ტრუა-ტულუზი 22:00

კვირა. 10 სექტემბერი
სტ. ეტიენი-ანჟერი 17:00
ლიონი-გენგამი 19:00
მარსელი-რენი 23:00

ბომბარდირები: 7 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 5 - ედინსონ კავანი (პსჟ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული