ლიგა 1. V ტური: ძალიან საშიში MCN [VIDEO]

AutoSharing Option
MCN ამოქმედდა სტარტზევე და თანაც, როგორ! კილიან მბაპემ გოლი და საგოლე პასი მიითვალა, ნეიმარმაც, ედინსონ კავანიმ კი დუბლი გაიფორმა. ეს ტრიო კიდევ ბევრს გაამწარებს ამ და მომავალ სეზონებში, საფრანგეთსა და ევროპაში...

"პარი სენ-ჟერმენმა" აუტსაიდერი "მეცი" მისსავე მოედანზე 5:1 გაანადგურა, მაგრამ ყველაფერი ისე იოლად არ ყოფილა, როგორც ანგარიშზეა ასახული, "მეცი" კარგად იბრძოდა, სანამ საეჭვო ვითარებაში გაუძევებდნენ ბენუა ასუ-ეკოტოს.

უნაი ემერიმ 4-2-3-1 აირჩია, ასე რომ, "მეცს" ტრიოს ნაცვლად კვარტეტი უტევდა - შეტევის მარჯვენა ფლანგზე იულიან დრაქსლერი მოქმედებდა. ნეიმარს, კავანისა და მბაპეს ჯერ
კიდევ ეტყობათ, რომ შეთამაშება აკლიათ, თუმცა მათში უზარმაზარი პოტენციალია.

"ნეიმარისთვის პასი მინდოდა, მაგრამ ჩამიჭრეს. საბოლოოდ, კარგი გოლი გამომივიდა. ყოველთვის მინდოდა, საუკეთესოების გვერდიგვერდ თამაში და დღეს ეს შევძელი. მე მათგან ბევრს ვისწავლი", - განაცხადა 18 წლის ფენომენმა.

უნაი ემერი (პსჟ): "გუნდი მზად არის. ვფიქრობ, პსჟ აკონტროლებდა თამაშს. ჩვენ კიდევ გვქონდა შანსები, ასე 5-6. დიახ, მეტოქეს კაცნაკლულს მოუწია თამაში, მაგრამ გამარჯვება მაინც სრულიად დავიმსახურეთ. მნიშვნელოვანია, რომ დაცვასა და შეტევას შორის ბალანსი არ დაირღვეს. ამხელა ინდივიდუალური ტალანტებით, აუცილებელია ტაქტიკური დისციპლინა. ვფიქრობ, კარგ ფეხბურთელებს უყვართ კარგ ფეხბურთელებთან ერთად თამაში. ამიტომაც გამოუვიდა მბაპეს კარგი დებიუტი. ვფიქრობ, ყველა კმაყოფილი და ბედნიერია".

ჩემპიონი "ალიანზ რივიერაზე" დაეცა და ამაში დიდი წვლილი მარიო ბალოტელის მიუძღვის. თავქარიანმა იტალიელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა "მონაკოს" კარში, რომლისთვისაც საფრანგეთში დიდი ხანია, არავის მოუგია 4:0. აი, ასეთი უიღბლო გამოდგა სტევან იოვეტიჩის დებიუტი "მონაკოში", რომელმაც მეორე ტაიმში რადამელ ფალკაო შეცვალა. კოლუმბიელმა პირველად ვერ შეძლო გატანა და მას ბომბარდირთა დავაში კავანი წამოეწია.

ფაქტები
  • პსჟ-მა ისტორიაში პირველად შეძლო 5 საწყის ტურში გამარჯვება.
  • კილიან მბაპემ პსჟ-ში დებიუტი გოლით პირველივე დარტყმით აღნიშნა.
  • ედინსონ კავანი (პსჟ) პირველი ფეხბურთელია სილვენ ვილტორის (1998/99 წწ.) შემდეგ, ვინც ლიგა 1-ის პირველ ხუთ ტურში შეძლო გოლის გატანა.
  • ტიაგო მაიამ (ლილი) ლიგა 1-ში პირველად მიიღო წითელი ბარათი. მას ლიგა 1-ში სულ 4 ჯარიმა აქვს მიღებული.
  • "ბორდოს" ზედიზედ 12 ტურია, არ წაუგია.
  • მარიო ბალოტელიმ "ნიცაში" 21-ჯერ დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში და 17 გოლი გაიტანა.
  • "მონაკო" ლიგა 1-ში როცა მარცხდება, ბოლო 6 მატჩია, მუდამ 3 გოლს მაინც უშვებს.
  • ჯოვანი სიომ (მონპელიე) 2014/15 წლების სეზონიდან მოყოლებული, მე-4 წითელი ბარათი მიიღო, ყველაზე მეტი ლიგა 1-ის ფორვარდებს შორის ამ პერიოდში.
  • "მონაკო" ლიგა 1-ში 2016 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად დამარცხდა.
  • ლეონარდო ჟარდიმის გუნდმა ბოლო 37 ტურში პირველად ვერ შეძლო გოლის გატანა.
  • "კაენმა" ორი წლის მერე პირველად შეძლო ზედიზედ სამი მატჩის მოგება.
  • "ტულუზმა" ლიგა 1-ის ბოლო 18 საგარეო მატჩიდან მხოლოდ ერთში იმარჯვა.
  • მარკუს ტურამმა (გენგამი) ლიგა 1-ში მამის, ლილიან ტურამის შემდეგ გოლი 23 წლისა და 6 თვის მერე გაიტანა.

ლილი-ბორდო 0:0
გაძევება: ტიაგო მაია (32. ლილი)


მეცი-პსჟ 1:5
გოლები: 0:1 კავანი (31), 1:1 რივიერი (37), 1:2 მბაპე (59), 1:3 ნეიმარი (69), 1:4 კავანი (75), 1:5 ლუკას მოურა (87)
პსჟ (4-2-3-1): არეოლა - მონიე, მარკინიოსი, კიმპემბე, ი. ბერჩიჩე - ტიაგო მოტა (78. ლო სელსო), რაბიო (83. ნკუნკუ) - დრაქსლერი, მბაპე, ნეიმარი - კავანი (77. ლუკას მოურა)
გაძევება: ასუ-ეკოტო (56. მეცი)


ნიცა-მონაკო 4:0
გოლები: 1:0 ბალოტელი (6-პენ), 2:0 პლეა (18), 3:0 ბალოტელი (60), 4:0 განაგო (85)
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე - რონი ლოპეში (46. კარილიო), ჟოაო მოუტინიო, ფაბინიო, ლემარი (46. ღეზალი) - ფალკაო (69. იოვეტიჩი), დიაქაბი


კაენი-დიჟონი 2:1
გოლები: 1:0 სანტინი (5-პენ), 1:1 მარი (38), 2:1 იამბერე (81 ს.კ.)
გაძევება: მბენგე (79. კაენი)


მონპელიე-ნანტი 0:1
გოლი: 0:1 დიეგო (76)
გაძევება: სიო (84. მონპელიე)

სტრასბური-ამიენი 0:1
გოლი: 0:1 კაკუტა (13)
გაძევება: ლალა (78. სტრასბური)

ტრუა-ტულუზი 0:0

სტ. ეტიენი-ანჟერი 1:1
გოლები: 1:0 კაბელია (1), 1:1 მანგანი (10-პენ)
გაძევება: პაჟო (48. სენტ ეტიენი), კრიველი (83. ანჟერი)


ლიონი-გენგამი 2:1
გოლები: 1:0 მარიანო დიასი (19), 1:1 ტურამი (71), 2:1 ფეკირი (72)
ლიონი (4-3-3): ლოპეში - რაფაელი (67. ტეტე), მარსელო, მორელი, მარშალი - მარტინს პერეირა (51. ფერი), ფეკირი, ტუსარი - ბ. ტრაორე (88. კორნე), მარიანო დიასი, დეპაი


მარსელი-რენი 1:3
გოლები: 0:1 ხაზრი (2), 0:2 ბურიჟო (10), 0:3 ნიანიონი (70), 1:3 სანსონი (88)
მარსელი (4-1-2-3): მანდანდა - საკაი (38. სარი), რამი, აბდენური (72. როლანდო), ევრა - სერტიკი - მაქსიმ ლოპესი (58. ზამბო), სანსონი - ტოვენი, ჟერმენი, პაიე
გამოუყენებელი პენალტი: (91. რენი)

ბომბარდირები: 7 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ედინსონ კავანი (პსჟ); 4 - ნეიმარი (პსჟ), მარიანო დიასი (ლიონი), ნაბილ ფეკირი (ლიონი)

მომდევნო ტური
15 სექტემბერი:
ტულუზი-ბორდო;

16 სექტემბერი:
მონაკო-სტრასბური, დიჟონი-სტ. ეტიენი, გენგამი-ლილი, ნანტი-კაენი, ტრუა-მონპელიე;

17 სექტემბერი:
ამიენი-მარსელი, ანჟერი-მეცი, რენი-ნიცა, პსჟ-ლიონი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული