ლიგა 1. VI ტური: პირველად "პარკ დე პრენსზე"...

AutoSharing Option
მთავარი მატჩის გამოცნობას ფეხბურთის დიდი ცოდნაც არ სჭირდება - კვირას ტური სუპერმატჩით დასრულდება - "პარი სენ ჟერმენი" "ლიონს" მასპინძლობს. პირველად ითამაშებს ერთად პსჟ-ის შემტევი სუპერტრიო (მბაპე, კავანი, ნეიმარი) "პარკ დე პრენსზე". მანამდე ამ ტრიოს ძალა "მეცმა" და "სელტიკმა" საკუთარ თავზე გამოსცადეს და, მიუხედავად იმისა, რომ შინ თამაშობდნენ, მისგან 4-4 გოლი მიიღეს.

უნაი ემერის ამ შეხვედრაში ორი არგენტინელი დააკლდება - ანხელ დი მარია და ხავიერ პასტორე ტრავმირებულები არიან.

ჩემპიონი "მონაკო" "სტრასბურს" მასპინძლობს. გუნდს ვერ დაეხმარება თომა ლემარი.

ფაქტები
  • "ლიონმა" ბოლოს პსჟ
    2016 წლის თებერვალში დაამარცხა, შინ 2:1 მოუგო. მას მერე პარიზელებმა ზედიზედ სამჯერ იმარჯვეს.
  • პსჟ-ს ამ სეზონში თამაშში, საშუალოდ, 3,67 გოლი გააქვს.
  • პსჟ-ის და "ლიონის" ურთიერთშეხვედრებში (ლიგა 1-ში) წინ პარიზული გუნდია - 21 მოგება, 11 ფრე და 7 წაგება.
  • "ბორდომ" ზედიზედ 6 ბოლო საგარეო მატჩი ითამაშა ფრედ.
  • "მონაკომ" ჩემპიონატში ბოლო 12 საშინაო მატჩი მოიგო.
  • "მონაკომ" შინ "სტრასბურს" ბოლო 7 მატჩიდან 6 მოუგო.

პარასკევი, 15 სექტემბერი
ტულუზი-ბორდო 22:45

შაბათი, 16 სექტემბერი
მონაკო-სტრასბური 19:00
დიჟონი-სტ. ეტიენი 22:00
გენგამი-ლილი 22:00
ნანტი-კაენი 22:00
ტრუა-მონპელიე 22:00

კვირა, 17 სექტემბერი
ამიენი-მარსელი 17:00
ანჟერი-მეცი 19:00
რენი-ნიცა 19:00
პსჟ-ლიონი 23:00

ბომბარდირები: 7 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ედინსონ კავანი (პსჟ); 4 - ნეიმარი (პსჟ), მარიანო დიასი (ლიონი), ნაბილ ფეკირი (ლიონი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული