რადამელ ფალკაო ესპანეთში ბრალდებულის სკამს გადაურჩა და ეს მონაკოს სამთავროში დუბლითა და საგოლე პასით აღნიშნა - "მონაკომ" "სტრასბურს" 3:0 რომ მოუგო, ამაში კოლუმბიელმა ლომის წილი დაიდო. ჩემპიონატში "მონაკოს" რიგებში სასტარტოში პირველად იყო სტევან იოვეტიჩი, რომელიც პირველი საათის განმავლობაში ფალკაოსთან ტანდემში მოქმედებდა. ისინი კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს, იოვეტიჩი გოლთანაც ახლოს იყო, მაგრამ
ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "როცა შრომა გამარჯვებით გიფასდება, კარგია. დღეს ყველაფერი კარგად წარიმართა ჩვენთვის. მეორე ტაიმი პირველს სჯობდა. "მონაკო" სანახევროდ განახლდა, შარშან ყველაზე მეტად გამოყენებული 12 ფეხბურთელიდან 6 შეიცვალა. ეს მოსაზრება არ არის - ფაქტია. ჩვენ ვშრომობთ და შედეგებიც მალე მოვა".
"მარსელმა" "ამიენი" საკუთარი თავის ტკბობიდან გამოიყვანა. უფრო ზუსტად, ეს სტუმართა შემტევმა კლინტონ ნ'ჟიემ შეძლო, რომელმაც დუბლი მიითვალა მასპინძელთა კარში. "ამიენმა" ბოლო ორი ტური ისე მოიგო, რომ გოლი არ გაუშვია, ახლა კი ნ'ჟიემ პირადად დაამარცხა.
მარიო ბალოტელის ერთადერთმა გოლმა "ნიცას" სტუმრად "რენი" დაამარცხებინა.
ფაქტები
- "ტულუზმა" "ბორდოსთან" 7-მატჩიანი წაუგებელი საშინაო სერია (5 მოგება, 2 ფრე) შეწყვიტა.
- მარსელო ბიელსამ 6 მატჩში მხოლოდ 5 ქულა მოაგროვა. ეს "ლილის" მწვრთნელის ყველაზე ცუდი დებიუტია 1997 წლის შემდეგ.
- ჯონათან ბამბამ ამ სეზონში "სენტ ეტიენის" 7 გოლიდან 4-ში მონაწილეობა მიიღო.
- რადამელ ფალკაომ (მონაკო) 10 ზუსტი დარტყმიდან 9 გოლი გაიტანა ამ ჩემპიონატში.
- რადამელ ფალკაომ ამ სეზონში "მონაკოს" გოლების 59%-ში მიიღო მონაწილეობა.
- ბოლო 40 სეზონში არავის ჰქონია უკეთესი სტარტი სეზონში, ისეთი, როგორიც რადამელ ფალკაოს აქვს - 9 გოლი 6 ტურში.
- "ნანტის" მშრალი სერია 363 წუთამდე გაგრძელდა.
- "გენგამს" 16 ტურია, ლიგა 1-ში ფრე არ უთამაშია.
- კლინტონ ნ'ჟიე (მარსელი) ლიგა 1-ში: 2016/17 სეზონი - 4 გოლი 22 მატჩში; 2017/18 სეზონი - 5 გოლი 4 მატჩში.
- "მარსელმა" ბოლო 9 საგარეო მატჩიდან მხოლოდ ერთი დათმო, 4 კი მოიგო.
- "ლიონმა" ბოლო 40 წელიწადში პირველად "მოახერხა" ერთ თამაშში ორი ავტოგოლის გატანა.
ტულუზი-ბორდო 0:1
გოლი: 0:1 მალკომი (69)
მონაკო-სტრასბური 3:0
გოლები: 1:0 რონი ლოპეში (44), 2:0 ფალკაო (51), 3:0 ფალკაო (67)
მონაკო (4-4-2): ბენალიო - სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე - ღეზალი, ფაბინიო, ტილემანსი, რონი ლოპეში (72. კარილიო) - ფალკაო (85. მეიტე), იოვეტიჩი (59. ბ. კეიტა)
დიჟონი-სტ. ეტიენი 0:1
გოლი: 0:1 ბამბა (49-პენ)
გენგამი-ლილი 1:0
გოლი: 1:0 დიდო (92)
ნანტი-კაენი 1:0
გოლი: 1:0 ჟიროტო (73)
ტრუა-მონპელიე 0:1
გოლი: 0:1 მენდეში (32)
გაძევება: ვისკარონდო (94. ტრუა)
ამიენი-მარსელი 0:2
გოლები: 0:1 ნ'ჟიე (52), 0:2 ნ'ჟიე (55)
მარსელი (4-2-3-1): პელე - საკაი, რამი, როლანდო, ამავი - ზამბო, ლუის გუსტავო - ტოვენი (89. სარი), პაიე (76. სანსონი), ოკამპოსი - ნ'ჟიე (67. ჟერმენი)
ანჟერი-მეცი 0:1
გოლი: 0:1 რუ (55)
რენი-ნიცა 0:1
გოლი: 0:1 ბალოტელი (79)
პსჟ-ლიონი 2:0
გოლები: 1:0 მარსელო (75 ს.კ.), 2:0 მორელი (86 ს.კ.)
პსჟ (4-2-3-1): არეოლა - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, კიმპემბე, კურზავა (73. ი. ბერჩიჩე) - ტიაგო მოტა, რაბიო - დრაქსლერი (72. ლო სელსო), მბაპე, ნეიმარი - კავანი
ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - ტეტე, მარსელო, მორელი, მენდი - ტუსარი, ნდომბელე (72. მარტინს პერეირა) - ბ. ტრაორე, ფეკირი, დეპაი (90. აოარი) - მარიანო დიასი (63. კორნე)
გამოუყენებელი პენალტი: კავანი (80)
ბომბარდირები: 9 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 7 - ედინსონ კავანი (პსჟ); 5 - კლინტონ ნ'ჟიე (მარსელი); 4 - ნეიმარი (პსჟ), მარიანო დიასი (ლიონი), ნაბილ ფეკირი (ლიონი).
მომდევნო ტური
22 სექტემბერი:
ნიცა-ანჟერი, ლილი-მონაკო;
23 სექტემბერი:
მონპელიე-პსჟ, ბორდო-გენგამი, კაენი-ამიენი, ლიონი-დიჟონი, მეცი-ტრუა;
24 სექტემბერი:
სენტ ეტიენი-რენი, სტრასბური-ნანტი, მარსელი-ტულუზი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"