უნაი ემერი: ნეიმარმა და კავანიმ მოედანზე უნდა მოილაპარაკონ...

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ კომენტარი გააკეთა ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში მოხდა. პარიზულმა კლუბმა შინ 2:0 მოუგო "ლიონს".

მატჩის 79-ე წუთზე სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. პენალტის დარტყმა ნეიმარს უნდოდა, მაგრამ ედინსონ კავანიმ არ დაანება და... ვერ გაიტანა.

"გუნდში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი უნდა იყოს, თერთმეტმეტრიანის კარგად შესრულება რომ შეუძლია. ჩვენ ასეთი ორი გვყავს - კავანი და ნეიმარი. ვინ დაარტყამს თერთმეტმეტრიანს, ეს მოთამაშეებმა უშუალოდ მინდორზე უნდა გადაწყვიტონ.

შესაძლოა, ასეთი საკითხები ჩვენ უშუალოდ კლუბის შიგნით მოვაგვაროთ, რადგან მოწოდებით
ორივე ბომბარდირია და გოლზეა დაგეშილი. თუ ისინი ვერ მოილაპარაკებენ, მაშინ გადაწყვეტილებას მე მივიღებ. არ მინდა, რომ ეს ჩვენთვის დიდ პრობლემად იქცეს", - თქვა ემერიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული