ლიგა 1. VII ტური: ნულები უნეიმაროდ [VIDEO]

AutoSharing Option
ამ ტურში გავიგეთ უნეიმარო პსჟ-ის ფასი; ვიხილეთ ექვსგოლიანი თრილერი "სტად დე ლიუმიერზე"; ხოლო რადამელ ფალკაომ კონკურენტები უსაშველოდ ჩამოიტოვა...

და მაინც, როგორია ნეიმარის რეალური ფასი "პარი სენ-ჟერმენისთვის"? ამბობენ, რომ ის დღეში 100 ათას ევროს გამოიმუშავებს ამ კლუბში თამაშით. ისე მოხდა, რომ მე-7 ტურში ბრაზილიელის თამაში გამოირიცხა (ტრავმა უმნიშვნელოა და ის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად იქნება) და... პსჟ-მა პირველად დაკარგა ქულები ჩემპიონატში - ზედიზედ 6 გამარჯვებას "მონპელიესთან" ნულები მოაყოლა.

უნეიმარო ერთი დღე ორი ქულის დაკარგვად დაუჯდა პარიზულ გრანდს. ყველაზე ახლოს გოლთან კილიან
მბაპე იყო, მაგრამ 18 წლის ფორვარდმა ერთი-ორჯერ ხელსაყრელი პოზიციიდან გააცუდა. ნეიმარს კი "მძიმე" კვირა გამოუვიდა - კავანისთან კონფლიქტისთვის მან თანაგუნდელებს ბოდიშიც კი მოუხადა, ხოლო დანი ალვეშმა ბრაზილიელი და ურუგვაელი შეარიგა - ორივე რესტორანში დაპატიჟა.

უნაი ემერი (პსჟ): "შევაქებ მეტოქეს, რომელმაც თავი დიდებულად დაიცვა და მაქსიმალურად მოგვისპო სივრცეები. ბურთი ჩვენ გვქონდა, მაგრამ მეტი უნდა შეგვეტია, რომ გაგვეტანა. შანსები იყო, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, კარგია, რომ გოლს არ უშვებ, მაგრამ ქულა დღევანდელი მატჩისთვის საკმარისი არაა, გვეცოტავება".

***
მიუხედავად კარგი სატრანსფერო კამპანიისა, "ლილი" გასავარდნ ზონაშია. საფრანგეთში უკვე ლაპარაკობენ, რომ მალე მარსელო ბიელსას გაუშვებენ, მაგრამ თავად "ელ ლოკო" აცხადებს, რომ წასვლას არ აპირებს. მას კლუბის პრეზიდენტიც ენდობა, ჯერჯერობით...

რადამელ ფალკაოს ვეღარ აჩერებენ. მისი დუბლი შესაძლოა, არც იყო გადამწყვეტი "ლილთან" მატჩში (4:0), მაგრამ 11 გოლით ის უკვე საგრძნობლად უსწრებს უახლოეს კონკურენტს (კავანი 7 გოლით).

ფაქტები
  • კლაუდიო რანიერის "ნანტმა" ბოლო ხუთ ტურში 4 შეხვედრა მოიგო.
  • როცა რადამელ ფალკაომ (მონაკო) მე-10 გოლი გაიტანა ლიგა 1-ში, მას კარში 11 დარტყმა ჰქონდა.
  • ლუკას ოკამპოსმა (მარსელი) ლიგა 1-ის ერთ მატჩში გოლი და საგოლე პასი ერთად პირველად მიითვალა.
  • ფლორიან ტოვენმა (მარსელი) 2017 წელს 20 გოლში მიიღო მონაწილეობა, რაც ტოპ-5 ლიგაში ფრანგ ფეხბურთელებში საუკეთესო მაჩვენებელია.
  • სტეფან რუფიემ (სენტ ეტიენი) ლიგა 1-ში მეათასე "სეივი" მიითვალა, რაც მოქმედ მეკარეებში საუკეთესო მიღწევაა.
  • ბენჟამინ ბურიჟომ (რენი) 3 გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან ამ სეზონში, რაც ტოპ-5 ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია.
  • ვილემ ჟობელი (ლიონი) პირველი ფეხბურთელია, რომელიც 21-ე საუკუნეში დაიბადა და ლიგა 1-ში ითამაშა.
  • პსჟ-მა მხოლოდ ერთხელ დაარტყა ზუსტად "მონპელიესთან" მატჩში, რაც ამ გუნდისთვის 2016 წლის აგვისტოს შემდეგ უცუდესი შედეგია.
  • რადამელ ფალკაო (მონაკო) კარლოს ბიანკის (1974 წ) მერე პირველი ფეხბურთელია, ვინც ლიგა 1-ში 7 ტურში 11 გოლი გაიტანა.
  • მარიო ბალოტელიმ (ნიცა) 15 საშინაო მატჩში 15 გოლი გაიტანა.

ნიცა-ანჟერი 2:2
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (12), 0:2 ეკამბი (34), 1:2 ბალოტელი (39-პენ), 2:2 ი. ტრაორე (76 ს.კ.)


ლილი-მონაკო 0:4
გოლები: 0:1 იოვეტიჩი (24), 0:2 ღეზალი (30), 0:3 ფალკაო (48), 0:4 ფალკაო (73-პენ)
მონაკო (4-4-2): ბენალიო - ტურე, გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე - ღეზალი (79. ლემარი), ფაბინიო, ჟოაო მოუტინიო, რონი ლოპეში - იოვეტიჩი (66. დიაქაბი), ფალკაო (85. კარილიო)


მონპელიე-პსჟ 0:0
პსჟ (4-1-2-3): არეოლა - მუნიე (71. დანი ალვეში), მარკინიოსი, ტიაგო სილვა, ი. ბერჩიჩე - ტიაგო მოტა (80. ლო სელსო) - ვერატი, რაბიო - დრაქსლერი (66. ლუკას მოურა), კავანი, მბაპე


მეცი-ტრუა 0:1
გოლი: 0:1 გრანდსირი (90)
გაძევება: დეპლანი (67. ტრუა)


ლიონი-დიჟონი 3:3
გოლები: 1:0 ფეკირი (20), 1:1 სლიტი (24-პენ), 1:2 ჯეკა (52), 2:2 უარი (60), 3:2 მარიანო დიასი (63-პენ), 3:3 იამბერე (65)
ლიონი (4-5-1): ლოპეში - ტეტე, მარსელო, მორელი, მენდი - ბ. ტრაორე, ტუსარი (84. ჟობელი), ფეკირი, ნდომბელე, უარი (86. გრენიე) - მარიანო დიასი (78. მულიდა)


კაენი-ამიენი 1:0
გოლი: 1:0 სანტინი (54-პენ)


ბორდო-გენგამი 3:1
გოლები: 1:0 კამანო (31), 1:1 სალიბური (46), 2:1 მენდი (75), 3:1 კაფუ (91)
გამოუყენებელი პენალტი: ბრიანი (3. გენგამი)


სტ. ეტიენი-რენი 2:2
გოლები: 0:1 ბურიჟო (41), 1:1 გაბრიელი (45+1), 1:2 ხაზრი (53-პენ), 2:2 ბამბა (70-პენ)
გაძევება: გაბრიელი (93. სტ. ეტიენი)


სტრასბური-ნანტი 1:2
გოლები: 1:0 და კოშტა (10), 1:1 ტომასონი (13), 1:2 დუბუა (24)


მარსელი-ტულუზი 2:0
გოლები: 1:0 ტოვენი (32), 2:0 ოკამპოსი (61)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - საკაი, რამი, როლანდო, ამავი - ზამბო, ლუის გუსტავო - ტოვენი (91. ი. სარი), პაიე, ოკამპოსი (77. ბ. სარი) - ნ'ჟიე (69. ჟერმენი)


ბომბარდირები: 11 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 7 - ედინსონ კავანი (პსჟ); 5 - მარიანიო დიასი (ლიონი), ნაბილ ფეკირი (ლიონი), კლინტონ ნ'ჟიე (მარსელი).

მომდევნო ტური
29 სექტემბერი:
მონაკო-მონპელიე;

30 სექტემბერი:
პსჟ-ბორდო, ამიენი-ლილი, დიჟონი-სტრასბური, გენგამი-ტულუზი, ნანტი-მეცი, რენი-კაენი;

1-ლი ოქტომბერი:
ტრუა-სენტ ეტიენი, ანჟერი-ლიონი, ნიცა-მარსელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული