ლიგა 1. VIII ტურის წინ: მბაპემანია პარიზში

AutoSharing Option
პარიზში ნეიმარმანიას მბაპემანია მოჰყვა. ამის მიზეზი კი 18 წლის კილიან მბაპეს საოცარი თამაშია მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე. არადა, ის ამ შეხვედრაში მხოლოდ საგოლე პასს გამორჩა, მაგრამ მაინც დიდებულად ითამაშა. ახლა პსჟ იმავე სტადიონზე "კერკეტ კაკალ" "ბორდოს" მიიღებს.

ხავიერ პასტორეს თუ არ ჩავთვლით, უნაი ემერის ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს და მას როტაციის საშუალებაც ექნება, მაგრამ ბასკი სპეციალისტი ალბათ არ შეეხება ვარსკვლავურ ტრიოს შეტევაში (ნეიმარი, კავანი, მბაპე). ასე რომ, იულიან დრაქსლერსა და ანხელ დი მარიას სათადარიგოთა სკამიდან მოუწევთ თამაშში ჩაბმა.

პსჟ-ის
მდევარი და მოქმედი ჩემპიონი "მონაკო" დღით ადრე მასპინძლობს "მონპელიეს", რომელსაც მუდამ იოლად უგებს. ტურს კი "ნიცა"-"მარსელი" დაასრულებს - რივიერული დერბი.

ფაქტები
  • კარლ-იოჰან იონსონმა (გენგამი) ლიგა 1-ში 29 "სეივი" მიითვალა, ყველაზე მეტი გოლკიპერთა შორის.
  • "მონაკომ" ბოლო 13 მატჩი მოიგო შინ ლიგა 1-ში.
  • პსჟ-ს ლიგა 1-ში შინ არ წაუგია უკვე 27 ტურია.
  • "ნიცამ" ბოლო 28 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 2 დათმო.
  • რადამელ ფალკაო (მონაკო) ამ სეზონში 7-ჯერ შეცვალეს, ყველაზე მეტჯერ ლიგა 1-ში.
  • "ბორდოსთან" ბოლო 12 მატჩიდან 11-ში პსჟ-მა, სულ მცირე, 2 გოლის გატანა მოახერხა.
  • პსჟ-მა შინ "ბორდო" ბოლო 6 მატჩიდან 5-ში დაამარცხა.
  • "ბორდოს" არ წაუგია ბოლო 14 ტურია.
  • "მონაკოს" "მონპელიესთან" არ წაუგია ბოლო 23 დაპირისპირებაა.

საფრანგეთი. ლიგა 1. VIII ტური
პარასკევი, 29 სექტემბერი
მონაკო-მონპელიე 22:45

შაბათი, 30 სექტემბერი
პსჟ-ბორდო 19:00
ამიენი-ლილი 22:00
დიჟონი-სტრასბური 22:00
გენგამი-ტულუზი 22:00
ნანტი-მეცი 22:00
რენი-კაენი 22:00

კვირა, 1-ლი ოქტომბერი
ტრუა-სენტ ეტიენი 17:00
ანჟერი-ლიონი 19:00
ნიცა-მარსელი 23:00

ბომბარდირები: 11 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 7 - ედინსონ კავანი (პსჟ); 5 - მარიანიო დიასი (ლიონი), ნაბილ ფეკირი (ლიონი), კლინტონ ნ'ჟიე (მარსელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული