მარიო ბალოტელიმ თანაგუნდელებს შეაგინა

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში "ნიცა" სახლში მე-16 წუთზე "მარსელს" 2:0-ს უგებდა, მაგრამ შემდეგ პირველ ტაიმში 3 გოლი გაუშვა, რამაც ისე გააბრაზა პირველი გოლის ავტორი მარიო ბალოტელი, რომ გასახდელში გასვლისას კედელს ხელი მიარტყა და თანაგუნდელებს შეაგინა.

ბალო ყვიროდა, 3 ბურთი 10 წუთში როგორ შეაგდებინეთო? თუმცა, მისმა გაბრაზებამ "ნიცას" ვერ უშველა, ნაანტრაქტევს კიდევ ერთი გოლი გაუშვა, 2:4 წააგო და სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-10 ადგილზეა.

სუპერმარიომ ჩემპიონატზე 5 გოლი გაიტანა, საუკეთესო ბომბარდირი კი "მონაკოს" ფორვარდი რადამელ ფალკაოა (12 გოლი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული