პსჟ ალექსის სანჩესს 11 მილიონით დაიბევებს

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენს" 2018 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით "არსენალის" ფორვარდთან, ალექსის სანჩესთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვეტილი აქვს.

გაზეთ "ეკიპის" ინფორმაციით, პარიზელებს სურთ ზამთარში დადონ ჩილელთან წინასწარი ხელშეკრულება, რათა ის სხვა კლუბში არ გადავიდეს. ამისთვის "პარი სენ-ჟერმენი" მზად არის, 28 წლის ფეხბურთელს დაახლოებით 11 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ალექსის სანჩესს მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება კონტრაქტი "არსენალთან". ახალი ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული