ლიგა 1. IX ტური: "პსჟ" დაუმარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]

AutoSharing Option
14 ოქრომბერს საფრანგეთის ლიგა 1-ში ექვსი მატჩი გაიმართა. წარმატებულ სვლას აგრძელებს "პსჟ" და "სენტ ეტიენი".

დიჟონს პარიზელები ეწვივნენ და დანაკლისის მიუხედავად, 3 ქულა მარტივად წამოიღეს. "პსჟ"-ს გუნდის ლიდერები: კავანი, ვერატი და სილვა აკლდა.

პირველ ტაიმში მასპინძლები დაცვაში კარგად თამაშობდნენ და არ აძლევდნენ მეტოქეს კარებთან მიახლოების საშუალებას. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ერთადერთხელ შეძლეს პარიზელებმა ზუსტი დარტყმა.

მეორე ნახევარში 71-ე წუთზე "პსჟ"-ს მცველმა მუნირმა შეძლო გუნდის წინ გაყვანა, 87-ე წუთზე ჟანომ გაათანაბრა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მუნირმა 91-ე წუთზე დუბლი
შეასრულა. პარიზელებს 25 ქულა აქვს და ამ გამარჯვებით პირველ ადგილზე არიან.

"სენტ ეტიენმა" "მეცს" უმასპინძლა და მეტოქის დამარცხება არ გასჭირვებია. იმის მიუხედავად, რომ პირველი ტაიმი სტუმრებმა ფალუ დიანის გოლით მოიგეს, მეორე ნახევარში "სენტ ეტიენმა" სამი უპასუხო გოლი გაუტანა (პაჟო 74', ავტოგოლი კაფუ 85', მაიგა 94') და მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

"დიჟონი"-"პსჟ" 1:2 (ვიდეო)

Sportall.Ge

"სენტ ეტიენი"-"მეცი" 3:1 (ვიდეო)
Sportall.Ge


"კაენი"-"ანჟერი" 0:2: 0:1 ეკამბი 49', 0:2 ფულჯინი 59'

"გენგამი"-"რენი" 2:0: 1:0 დიალო 57', 2:0 ბრიანდი 87'

"ლილი"-"ტრუა" 2:2: 0:1 დარბიონი 3', 1:1 აროუხო 11', 2:1 მენდესი 74', 2:2 ნიანე 92'

"ტულუზა"-"ამიენი" 1:0: 1:0 დელორტი 20'
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული