ფავრი: ბალოტელი "ნიცაში" გაცილებით უკეთ თამაშობს

AutoSharing Option
"ნიცას" მწვრთნელმა ლუსიენ ფავრმა თავისი გუნდის თავდამსხმელის მარიო ბალოტელის სათამაშო ფორმა შეაფასა:

"ბალო ჩვენთან უკეთ თამაშობს. რამოდენიმე კომპონენტში მოუმატა. მხარდაჭერა და დალაპარაკება ჭირდება. თუ თანაგუნდელებისგან თანადგომას გრძნობს, შეუძლია მატჩის ბედი გადაწყვიტოს.

ახლა უფრო მეტს მოძრაობს. ეფექტურია, პარტნიორებს გადაცემებს არ უგვიანებს. საჭიროა მეტი იმუშაოს საკუთარ თავზე. ბევრს ვარჯიშობს. ბურთის დაკარვისას მის დასაბრუნებლად იბრძვის. ეს პატარა პროგრესია. მომწონს მარიოს პრესინგი. ამან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა.

სურს ძველებურად კარგად ითამაშოს და ამისათვის თავს არ ზოგავს".

ამ სეზონში სუპერმარიომ ყველა ტურნირზე 10 მატჩში 7 გოლი
გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული