ფრანგმა მეკარემ ქალი კინაღამ ცემაში მოკლა

AutoSharing Option
ნიკოლა დუშეზი საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მეკარედ ითვლებოდა, "ტულუზასა" და "რენის" ღირსებას იცავდა, შემდეგ პსჟ-ში გადავიდა და 5 სეზონი სათადარიგო კიპერი იყო. შარშან მე-2 ლიგის "ლანსში" გადაბარგდა, ეს გუნდი იქაც მაჩანჩალაა, გასავარდნად აქვს საქმე და ფეხბურთელმა სმა დაიწყო.

"პარიზიენის" ცნობით, ნიკოლა დათვრა, მეგობარი ქალი ჯერ თმებით ითრია, მერე თავი კედელს არტყმევინა და როდესაც მეზობლების მიერ გამოძახებული პოლიცია სახლში შევიდა, ქალი შიშველი, ნაცემი და სისხლიანი იატაკზე ეგდო, მას სხეული რამოდენიმე ადგილას ჩალურჯებული ქონდა და ტიროდა, ხოლო გარშემო ყველაფერი დამტვრეული იყო.

ჰოდა,
37 წლის დუშეზი სადაც ჯერ არს, იქ მიაბრძანეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული