პსჟ-მ "ნიცა" ნეიმარის გარეშეც გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში პსჟ-ს საკუთარ მოედანზე "ნიცასთან" დისკვალიფიცირებული ნეიმარი ვერ დაეხმარა, თუმცა მის გარეშეც ადვილად გაანადგურეს მეტოქე (3:0), რომლის შემადგენლობაში ვერაფრით ვერ გამოიჩინა თავი თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ და მწვრთნელმა ლუსიენ ფავრმა 72-ე წუთზე შეცვალა.

დუბლი მიითვალა ედინსონ კავანიმ, რომელმაც ორივე გოლი ანხელ დი მარიას პასით გაიტანა. კავანიმ "პარი სენ ჟერმენში" 73 მატჩში 74 გოლი გაიტანა, ამ სეზონში კი 10-ჯერ დაამწუხრა მეკარეები და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

"ნიცას" კარში მესამე ბურთი დანტეს ავტოგოლით გავიდა და იმ კომბინაციაშიც ედინსონმა მიიღო მონაწილეობა.

ურუგვაელმა ნამატჩევს თქვა, რომ წინა შეხვედრა "მარსელთან" კარგად ვერ ჩაატარეს, ამჯერად კი აუღელვებლად ითამაშეს და სასურველ შედეგს მიაღწიეს.

პსჟ 29 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს "მონაკოს" 7 ქულით უსწრებს. მონეგასკები დღეს გასვლაზე "ბორდოს" ხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული