11:13 29-10-2017
ლიგა 1. XXI ტური. "მონაკომ" პსჟ-სთან ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა [VIDEO]
AutoSharing Option
ცნობისათვის, გასულ სეზონში ფალკაომ ბორდოელებს "მატმიუტ ატლანტიკზე" ჰეთ-ტრიკი შეუსრულა. ანგარიში ფალკაოს შემცვლელმა კეიტა ბალდემ 57-ე წუთზე გახსნა, მეორე გოლი კი ტომა ლემარმა გაიტანა, რომელმაც გლიკის პასი მიიღო, რამოდენიმე მეურვე მოატყუა და მეკარე კოსტილი დაამწუხრა.
ასე და ამგვარად, ლეონარდუ ჟარდიმის გუნდმა პსჟ-სთან ჩამორჩენა კვლავ 4 ქულამდე შეამცირა.
კლაუდიო რანიერის "ნანტი" კი სტუმრად 0:1 დამარცხდა "დიჟონთან", ჯერჯერობით მე-3 ადგილზეა და მისი გადასწრების შანსი "ლიონსა" და "მარსელს" აქვთ. "ლიონი" დღეს "მეტცს"მასპინძლობს, ხოლო "მარსელი" ხვალ სტუმრად "ლილს" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული