მარიო ბალოტელიმ პენალტი გაიტანა და გააძევეს

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში "ნიცამ" სახლში 1:0 დაამარცხა "დიჟონი" და სატურნირო ცხრილში 13 ქულით მე-15 ადგილზეა. ეს ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე თერთმეტმეტრიანით მარიო ბალოტელიმ გაიტანა.

თუმცა, სუპერმარიომ უარყოფითადაც წარმოაჩინა თავი - 89-ე წუთზე მეტოქის მცველი სედრიკ იამბერე მოცელა და მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათი უჩვენა, რის გამოც ერთობ უკმაყოფილო დარჩა.

ბალო ევროპის წამყვან ხუთ ჩემპიონატზე ერთადერთი თავდამსხმელია, რომელიც ბოლო ორ სეზონში მოედნიდან სამჯერ გააძევეს.

ისე, ურიგოდ როდი თამაშობს, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩში 13 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული