"რენის" პრეზიდენტად დანიშნეს თუ არა პსჟ-ს ყოფილი სპორტული დირექტორი ოლივიე ლეტანგი, პირველ რიგში მწვრთნელი კრისტიან გურკუფი გადააყენა, მის ნაცვლად კი 45 წლის საბრი ლამუში დანიშნა, რომელსაც კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.
ლამუში 2015 წლის იანვრიდან ამა წლის ივნისამდე კატარის "ალ ჯაიშს" ედგა სათავეში.
"რენი" 12 ტურის შემდეგ 15 ქულით საფრანგეთის ჩემპიონატზე მე-10 ადგილზეა.