კილიან მბაპე: ნეიმარი უმცროს ძმასავით მექცევა

AutoSharing Option
პსჟ-ს თავდამსხმელმა კილიან მბაპემ კლუბის საიტისათვის მიცემულ ინტერვიუში თანაგუნდელებზე ედინსონ კავანისა და ნეიმარზე ისაუბრა:

"კავანი დიდებულია. ვფიქრობ, ჩემნაირი და ნეიმარისნაირი ფეხბურთელებისთვის იდეალური პარტნიორია. ძალიან მობილურია. მშვენივრად აგვირგვინებს შეტევებს. თავდამსხმელადაა დაბადებული. კარგი ადამიანი და ნამდვილი პროფესიონალია. მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ნეიმარმა გუნდში ადაპტაცია გამიადვილა. თავიდანვე ამიყვანა თავისი მფარველობის ქვეშ. ისე მექცევა, როგორც უმცროს ძმას. როდესაც ასეთი ფეხბურთელი ყოველდღე ასე გექცევა, ეს მართლაც სასიამოვნოა. ჩინებული მოთამაშეა.

გვიხარია, რომ ჩვენთანაა. თავს ბედნიერად გრძნობს და უეჭველი დიდ წარმატებებს მიაღწევს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული