ერიკ კანტონამ პსჟ-ს პატარა კლუბი უწოდა

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა ერიკ კანტონამ FullTimeDevils-ისთან პსჟ-ზე ისაუბრა:

"ვინ გახდება "მანიუში" შემდეგი "შვიდიანი"? მე პასტორე მომწონს, რომელსაც "პარი სენ ჟერმენში" ხშირად არ ათამაშებენ. ამ გუნდს ორი შესანიშნავი ფეხბურთელი ყავს, პასტორე და ბენ არფა და არც ერთს არ ათამაშებენ.

პასტორე განსაკუთრებული ფეხბურთელია, ყოველ მატჩში შეუძლია გაგაოცოს. ვფიქრობ, შესანიშნავი მოთამაშეა. დიდი ქვეყნის, არგენტინის ნაკრებში ასპარეზობს, პატარა კლუბში, პსჟ-ში კი მოედანზე არ გაყავთ.

თუმცა, პსჟ-ს ბევრი ფული აქვს. გამოდის, დიდი კლუბია, ოღონდ ისტორიის გარეშე".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული