"ლილის" ხელმძღვანელებს ათვალწუნებული ყავთ მწვრთნელი მარსელო ბიელსა და შარი მოუდეს. საქმე იმაში გახლავთ, რომ მარსელო ჩილეში კუჭის კიბოთი დაავადებული მეგობრის, ფიზიოთერაევტის ლუის მარია ბონინის სანახავად გადაფრინდა, რომელთან ერთადაც ჩილეს ნაკრებში მუშაობდა.
ბიელსა საფრანგეთში დაბრუნებული არ იყო, რომ 67 წლის ბონინი გარდაიცვალა. მარსელოზე კლუბმა განაცხადა, რომ დროებით ჩამოაშორეს სამუშაოს, არგენტინელი ბაზაზე ნივთების ასაღებად მივიდა, მაგრამ არ შეუშვეს.
დღეს კი იუწყებიან, რომ გუნდს დროებით ოთხი მწვრთნელი უხელმძღვანელებს...