შაბათს პსჟ "პარკ დე პრენსზე" გამოვა იმის დასამტკიცებლად, რომ ეს იყო დროებითი ჩავარდნა. მეტოქეა "ლილი", რომელსაც დიდი ქარტეხილები აქვს ბოლო დღეებში გამოვლილი. "ლილს" აღარ თავკაცობს მარსელო ბიელსა,
ამასობაში ორ წაგებას უკვალოდ არ ჩაუვლია და მედიაში უკვე გაჩნდა ცნობები, რომ პსჟ ზაფხულში უნაი ემერის მოხსნის და მის ნაცვლად ლუის ენრიკეს მიიწვევს. მორიგ ჭორად ჩავთვლიდით, მაგრამ წყარო საკმაოდ სოლიდურია - "ეკიპი".
პსჟ-ს 9-9 ქულით ჩამორჩება "ლიონის", "მონაკოსა" და "მარსელის" ტრიო. ამათგან ყველაზე სერიოზული დაპირისპირება "მარსელს" აქვს - "ველოდრომზე" რუდი გარსიას გუნდი "სენტ ეტიენს" მასპინძლობს.
ფაქტები
- "მონაკომ" ლიგა 1-ში 18 ბოლო საშინაო მატჩიდან 16 მოიგო.
- პსჟ ლიგა 1-ში 35 ტურია, დაუმარცხებელია.
- პსჟ-მა "ლილთან" ბოლო 8 დაპირისპირებიდან 7 მოიგო ყველა შეჯიბრებაში.
- პსჟ-ს ბოლო 8 საშინაო მატჩში სულ მცირე, 2 გოლი მაინც გააქვს.
- 11 ტურია, რაც "მარსელი" დაუმარცხებლად ასპარეზობს.
ლიგა 1. XVII ტური
პარასკევი, 8 დეკემბერი
ბორდო-სტრასბური 23:45
შაბათი, 9 დეკემბერი
პსჟ-ლილი 20:00
ანჟერი-მონპელიე 23:00
გინგანი-დიჟონი 23:00
მეცი-რენი 23:00
მონაკო-ტრუა 23:00
ტულუზი-კაენი 23:00
კვირა, 10 დეკემბერი
ამიენი-ლიონი 18:00
ნანტი-ნიცა 20:00
მარსელი-სტ. ეტიენი 23:59
ბომბარდირი: 17 - ედინსონ კავანი (პსჟ); 14 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 12 - მარიანო დიასი (ლიონი); 11 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 9 - ნეიმარი (პსჟ).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"