პსჟ-მ "ლილი" ნეიმარის გარეშეც ადვილად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
პსჟ პარიზში დიდად პოლულარული გუნდი გახდა და თვით აუტსაიდერებთან მატჩებზეც პირთამდე ივსება 48-ათასიანი "პარკ დე პრენსი". ასე იყო 9 დეკემბერს საფრანგეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში "ლილთან" მატჩშიც, რომელიც დედაქალაქელებმა ნეიმარის გარეშე დაამარცხეს 3:1.

მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და წინა ტურში "სტრასბურგთან" წაბორძიკების და ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის "ბაიერნთან" წაგების შემდეგ, დამსახურებულად მიითვალეს მორიგი 3 ქულა.


"მონაკომ" სახლში გაჭირვებით სძლია "ტრუას" 3:2. აღსანიშნავია, რომ 71-ე წუთამდე ანგარიში 0:2 იყო, შემდეგ მატიე დეპანმა ავტოგოლი გაიტანა,
ხოლო 85-ე და 88-ე წუთებზე გვიდო კარილომ დუბლი მიითვალა და მონეგასკური კლუბი "პარი სენ ჟერმენს" ისევ 9 ქულით ჩამორჩება.

დღეს "ლიონი" გასვლაზე "ამიენს" ხვდება, "მარსელი" კი "სენტ ეტიენს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული