ნეიმარი პარიზში დაბრუნდა, მაგრამ "სტრასბურგთან" არ ითამაშებს

AutoSharing Option
როგორც იცით, პსჟ-ს თავდამსხმელი ნეიმარი ოჯახური პრობლემების გამო ბრაზილიაში იმყოფებოდა და საფრანგეთის ჩემპიონატზე "ლილი" მისი დახმარების გარეშეც ადვილად დაამარცხეს 3:1.

კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, რიმ ნეი პარიზში დაბრუნდა, მაგრამ ხვალ, 14 დეკემბერს თასის 1/8 ფინალში "სტრასბურგთან" არ ითამაშებს, რადგან მწვრთნელი უნაი ემერი დაასვენებს და თავის გამოჩენის საშუალებას სხვებს მისცემს. ამ შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობას ვერ მიიღებენ ტრავმირებული ლეივინ კურზავა, ტიაგო სილვა და ადრიენ რაბიო.

გეცოდინებათ, ამ სეზონში საფრანგეთის პირველობაზე "პარი სენ ჟერმენმა"
17 მატჩიდან 14 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 1 წააგო, "სტრასბურგთან (1:2).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული