"ნიცას" პრეზიდენტი: თუ ევროტურნირებზე ვერ გავედით, მარიო ბალოტელიმ შეიძლება გუნდი დატოვოს

AutoSharing Option
"ნიცას" პრეზიდენტმა ჟან-პიერ რივიერმა თავდამსხმელ მარიო ბალოტელის გუნდიდან შესაძლო წასვლაზე გააკეთა კომენტარი:

"მარიო ძალიან კარგი ბიჭია, მოედანზეც შესანიშნავია. თამაშის სტილს იცვლის და ვფიქრობ პროგრესირებს. მოისურვებს თუ არა მომავალ სეზონში ჩვენთან დარჩენას? არაა გამორიცხული. დანამდვილებით ვერ გეტყვით. ყველაფერი შედეგზეა დამოკიდებული.

ევროტურნირებზე მონაწილეობას კლუბისთვის დამატებითი შემოსავალი შემოაქვს. რა დასამალია, რომ მარიოს მაღალი ხელფასი აქვს. თუ ევროტურნირებზე ვერ გავედით, ასეთ მაღალ ხელფასებს ფეხბურთელებს ვეღარ გადავუხდით და შეიძლება, ბალოტელიმ დაგვტოვოს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული