ლიგა 1. XVIII ტურის წინ: ოლიმპიკური დერბი

AutoSharing Option
"რენი" ნელ-ნელა მიეპარა ლიდერთა ხუთეულს, თუმცა ახლა ბრეტონელებს დიდი გამოცდა აქვთ ჩასაბარებელი - "როაზონ პარკზე" პსჟ-ს მასპინძლობენ.

ამ უკანასკნელს კი ნეიმარი უბრუნდება, რომელიც წინა ტურში დისკვალიფიცირებული იყო და ოჯახური მიზეზებით თასის მატჩიც გამოტოვა. უნაი ამერის მხოლოდ კაპიტანი ტიაგო სილვა და მცველი ლეივინ კურზავა აკლია და ამ დაპირისპირების აშკარა ფავორიტიცაა.

ტურის ცენტრალური დაპირისპირება ლიონშია, სადაც "ოლიმპიკების" დერბია (Choc des Olympiques) - "ლიონი" "მარსელის" წინააღმდეგ. გუნდებს 35-35 ქულა აქვთ და შესაბამისად, მე-2 და მე
-4 ადგილზე იმყოფებიან. მასპინძლებს არ ეყოლებათ ბერტრან ტრაორე, სტუმრებს - ბუბაქარ კამარა.

საინტერესო უნდა იყოს "სენტ ეტიენისა" და ჩემპიონ "მონაკოს" დაპირისპირებაც.

ფაქტები
  • ლიგა 1-ში "ოლიმპიკების" დერბი 29-ჯერ "ლიონმა" მოიგო, 28-ჯერ "მარსელმა", 38 მატჩი ფრედ დასრულდა.
  • ყველა ოფიციალურ მატჩში სრული თანაფარდობაა - 34-34 მოგება გუნდებზე და 39 ფრე.
  • ბოლო 37 ტურიდან "მონაკომ" 33-ში არ წააგო.
  • "მარსელს" 12 ტურია, არ წაუგია.
  • "რენთან" ბოლო 6 დაპირისპირებაში პსჟ-ს გოლი არ გაუშვია.

ლიგა 1. XVIII ტური
პარასკევი, 15 დეკემბერი
სტ. ეტიენი-მონაკო 23:45

შაბათი, 16 დეკემბერი
რენი-პსჟ 20:00
კაენი-გენგამი 23:00
დიჟონი-ლილი 23:00
მონპელიე-მეცი 23:00
სტრასბური-ტულუზი 23:00
ტრუა-ამიენი 23:00

კვირა, 17 დეკემბერი:
ნანტი-ანჟერი 18:00
ნიცა-ბორდო 20:00
ლიონი-მარსელი 23:59

ბომბარდირები: 17 - ედინსონ კავანი (პსჟ); 14 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 12 - მარიანო დიასი (ლიონი); 11 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 9 - მარიო ბალოტელი (ნიცა), ნეიმარი (პსჟ); 8 - მემფის დეპაი (ლიონი), ფლორიან ტოვენი (მარსელი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული