მარიო ბალოტელი: "მანჩესტერ სიტიში" სიამოვნებით დავბრუნდები

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებისა და "ნიცას" ფეხბურთელმა მარიო ბალოტელიმ მისი მომავლის შესახებ ისაუბრა. 27 წლის ფეხბურთელის განცხადებით, მას უფრო მეტის მიღწევის სურვილი აქვს.

ჟურნალისტებს იგი ასევე სხვა თემებზეც ესაუბრა და განაცხადა, რომ იტალიაში "იუვენტუსის" ჩემპიონობა აღარ სურს.

"მე მხოლოდ 27 წლის ვარ და ვფიქრობ, რომ მაღალ დონეზე 6-7 წლით თამაში კიდევ შემიძლია. მსურს, რომ იმ გუნდში ვითამაშო, რომელიც "ჩემპიონთა ლიგაზე" ასპარეზობს.

მე ჩემს აგენტ მინო რაიოლას დავურეკე და ვკითხე: "რას ვაპირებთ იანვარში?" მან მითხრა: "არ ვიცი!"

ბედნიერი ვიქნებოდი, თუ "სიტის" ფორმას კიდევ
მოვირგებდი, იქ გატარებული პერიოდი ჩემს კარიერაში საუკეთესოა.

რაც შეეხება იტალიის ჩემპიონატს, არ მსურს, ჩემპიონი კვლავ "იუვენტუსი" გახდეს, სკუდეტო უფრო "ნაპოლისა" და "ინტერისთვის" მემეტება", - განაცხადა ბალოტელიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული