10:11 17-01-2018
ბალოტელის დუბლი "ნიცას" 3 ქულისთვის არ ეყო [VIDEO]
AutoSharing Option
"ლუი II"-ზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ძალიან გახსნილი და საინტერესო შეხვედრა იხილა.
ანგარიში 33-ე წუთზე გაიხსნა. ბალდე კეიტამ საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი ყველაზე უკეთ სიტუაციაში ადამა დიაკაბი გაერკვა და მეკარე ბენიტესის კარიც აიღო.
პირველ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა. მეორე ნახევრის დებიუტიდან კი უპირატესობას ლუსიან ფავრის შეგირდები დაეუფლნენ.
47-ე წუთზე მარიო ბალოტელიმ სეინტ-მაქსიმის ჩაწოდებულ ბურთს ფეხი კარგად დაახვედრა და წონასწორობა აღადგინა.
68-ე წუთზე კი "სუპერ მარიომ" თავისი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მცველი ჩამოიტოვა და კარის დარაჯ სუბასიჩს შანსი არ დაუტოვა.
მიუხედავად ამისა, კორსიკელებმა მონაკოდან 3 ქულა მაინც ვერ წაიღეს.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მეტოქის საჯარიმოში არსებული არეულობით რადამელ ფალკაომ ისარგებლა და საბოლოო ანგარიში, 2-2 დააფიქსირა.
ამ შედეგით "მონაკომ" მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა და "ლიონს" ერთი ქულით გაასწრო, თუმცა, ბრუნო გენსიოს გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
"ნიცა" კი 31 ქულით ისევ მე-6 პოზიციაზე დარჩა.
საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის დანარჩენი შეხვედრები დღეს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული