ედინსონ კავანიმ ზლატან იბრაჰიმოვიჩის რეკორდი გაიმეორა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ჩემპიონატმა პსჟ-ს დომინირების გამო ფაქტიურად ყოველგვარი ხიბლი დაკარგა. მე-18 ტურის დასკვნით მატჩში დედაქალაქელებმა საკუთარ მოედანზე "დიჟონი" გააბითურეს 8:0 და უახლოეს მდევარს "ლიონს" კვლავ 11 ქულით უსწრებენ.

ამ შეხვედრაში პოკერი ნეიმარმა, დუბლი კი ანხელ დი მარიამ შეასრულა, ხოლო თითო-თითო გოლი კილიან მბაპემ და ედინსონ კავანიმ გაიტანეს.

კავანიმ "პარი სნ ჟერმენში" 156 გოლი გაიტანა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის რეკორდი გაიმეორა. სულ კი მან ქვეყნის მიმდინარე პირველობის 20 შეხვედრაში 20-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული