Le Parisien: ნეიმარი პსჟ-ის ფანებზეა ნაწყენი

AutoSharing Option
პსჟ-ის ფორვარდმა ნეიმარმა შესაძლოა "გენგამთან" თასის მატჩი გამოტოვოს, რომელიც 24 იანვარს გაიმართება.

Le Parisien-ის ცნობით, ბრაზილიელის ტრავმა სერიოზული არაა და ის მცირე დისკომფორტს გრძნობს.

ნეიმარს არ სურს, ჩემპიონთა ლიგამდე დაზიანება გაურთულდეს და გარდა ამისა, ის პსჟ-ის ქომაგებზეა ნაწყენი, რომლებმაც მას "დიჟოსთან" (8:0) მატჩში უსტვინეს. ნეიმარი შეურაცხოფილია ამ ფაქტით.

პსჟ-ის ქომაგებმა ნეიმარს მას შემდეგ უსტვინეს, რაც მან პენალტის დარტყმის უფლება ედინსონ კავანის არ მისცა, რომელსაც ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის წოდებამდე ერთი გოლი აკლდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული