დანი ალვეში მსაჯის შეურაცხყოფისთვის დასაჯეს

AutoSharing Option
პსჟ-ის ბრაზილიელი მცველი დანი ალვეში პარიზელთა მომავალ სამ შეხვედრას გამოტოვებს. გარდა ამისა, 34 წლის სამხრეთამერიკელმა "გენგამის" წინააღმდეგ ერთი მატჩი უკვე გამოტოვა.

საქმე კი ლიგა 1-ის გასულ ტურში მომხდარ ინციდენტს ეხება. შეხვედრის არბიტრმა კლემენტ ტურპინმა იგი მემფის დეპაის წინააღმდეგ სათამაშო ეპიზოდში დამნაშავედ ცნო, რაც ალვეშს არ მოეწონა და მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა, რის გამოც ალვეში შეხვედრის 57-ე წუთზე გააძევეს.

პსჟ უახლოეს სამ შეხვედრას "მონპელიეს", "რენის" და "ლილის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული