ნასერ ელ ჰელაიფი: ნეიმარი არავითარ შემთხვევაში არ გადავა სხვა გუნდში

AutoSharing Option
პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ელ ჰელაიფიმ თავდამსხმელ ნეიმარის სხვა გუნდში გადასვლაზე დარხეულ ხმებზე გააკეთა კომენტარი:

"ნახეთ, როგორი გახარებულია მოედანზე, ის აქ ბედნიერია. მასაც ვესაუბრე და მის ოჯახსაც. ისინი პარიზში თავს ბედნიერად გრძნობენ. "რეალთან" მნიშვნელოვანი მატჩები გველის და ყველანი ამაზე ვფიქრობთ.

სეზონის დასრულებისას ნეი არავითარ შემთხვევაში არ დატოვებს გუნდს. კავანისთან კარგი ურთიერთობა აქვთ და ჟურნალისტები პრობლემას ეძებთ იქ, სადაც ის არ არის. გთხოვთ ამას თავი დაანებოთ",-განუცხადა ელ ჰელაიფიმ "მარკას".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული