"ბორდოში" დებიუტი ჰქონდა გუსტავო პოიეტს და ურუგვაელმა სპეციალისტმაც ხმამაღალი სენსაციით დაიწყო. ერთი ეგაა, მალკომის პენალტი ენითაუწერელი სიმულანტობის შემდეგ გავიდა. მალკომს ჰოლივუდში მომავალი აშკარად ექნებოდა...
პსჟ კი მბაპეს გარეშეც მაგარია - "მონპელიეს" დაცვამ სეზონის მთავარ გამოცდას ვერ გაუძლო და ერთბაშად 4 გოლი გაუშვა. აქედან ორი ნეიმარის იყო, თუმცა მთავარი ედინსონ კავანის გოლია.
ურუგვაელმა ზლატანის რეკორდი დაამხო და პსჟ-ის ლეგენდა გახდა - 157 გოლით.
ედინსონ კავანი (პსჟ): "ეს რაღაც საოცრებაა, ახლაც კი ემოციებში ვარ. რეკორდი დავამყარე და პსჟ-ის ფანებისგან უდიდესი სიყვარული და სითბო ვიგრძენი. აქ ძალიან ბედნიერი ვარ".
"ველოდრომზე" ტურის ცენტრალური შეხვედრა შოუთი დაიწყო - ბურთი მოედნის ცენტრში პარაშუტისტმა "ციდან" მოიტანა. მატჩი კი ისე დასრულდა, რომ ლიონში შვებით ამოისუნთქეს, რადგან "ველოდრომზე" ორივე გუნდმა დაკარგა ქულები - 2:2.
მე-13 გოლი გაიტანა მარიო ბალოტელიმ, მაგრამ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან "მეცის" იაპონელ მეკარე კავაშიმას პენალტის ნიშნულიდან ვერ აჯობა - იტალიელმა დამატებაზე იყოჩაღა, თუმცა მისმა "ნიცამ" აუტსაიდერთან ორი ქულა დაკარგა.
ფაქტები
- "დიჟონმა" მშობლიურ "სტად გასტონ-ჟერარზე" ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო და 1 ფრედ ითამაშა.
- ფლორან ბალმონმა (დიჟონი) გოლი და საგოლე პასი ერთ მატჩში კარიერაში პირველად მიითვალა. არადა, იგი 1 კვირაში 38 წლის ხდება.
- ედინსონ კავანი "პარი სენ-ჟერმენის" ყველა დროის ბომბარდირი გახდა ყველა შეჯიბრებაში - მან 157 გოლი გაიტანა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს გადაუსწრო.
- ნეიმარმა ბოლო 7 პენალტიდან 7 გაიტანა.
- ამ სეზონში პსჟ-მა 72 გოლი გაიტანა, ყველაზე მეტი ევროპის ტოპ-5 ლიგაში. "მანჩესტერ სიტიმ" 70 გოლი გაიტანა.
- ევროპის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტ გოლში მონაწილეობა ნეიმარმა მიიღო - 28 (17 გოლი, 11 საგოლე პასი).
- ეიჯი კავაშიმამ (მეცი) ზედიზედ მესამე პენალტი აიღო ლიგა 1-ში.
- "ლიონმა" ამ სეზონში 7 გოლი პენალტით გაუშვა. მეტი მხოლოდ "დიჟონის" "ანგარიშზეა".
- "ლიონმა" ჟირონდაში მარცხით 7-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
ლიგა 1. XXIII ტური
დიჟონი-რენი 2:1
გოლები: 1:0 ბალმონი (30), 1:1 სარი (41), 2:1 ტავარეში (65)
პსჟ-მონპელიე 4:0
გოლები: 1:0 კავანი (11), 2:0 ნეიმარი (40-პენ), 3:0 დი მარია (70), 4:0 ნეიმარი (82)
პსჟ (4-3-3): არეოლა - მონიე, ტ. სილვა (46. მარკინიოსი), კიმპემბე, კურზავა - დრაქსლერი (67. პასტორე), ლო სელსო, რაბიო (77. ნკუნკუ) - დი მარია, კავანი, ნეიმარი
ანჟერი-ამიენი 1:0
გოლი: 1:0 კაპელი (6)
გენგამი-ნანტი 0:3
გოლები: 0:1 ტომასონი (61), 0:2 სალა (86-პენ), 0:3 ნგომი (93)
მეცი-ნიცა 2:1
გოლები: 1:0 რუ (50), 1:1 ბალოტელი (58), 2:1 რუ (62)
გაძევება: ლე მელუ (38. ნიცა)
გამოუყენებელი პენალტი: ბალოტელი (58. ნიცა)
სენტ ეტიენი-კაენი 2:1
გოლები: 0:1 როდელენი (11), 1:1 ნტეპი (35), 2:1 ბამბა (78)
ტულუზი-ტრუა 1:0
გოლი: 1:0 სანოგო (11)
ლილი-სტრასბური 2:1
გოლები: 1:0 ელ-ღაზი (76), 1:1 საადი (78), 2:1 ედგარ იე (91)
ბორდო-ლიონი 3:1
გოლები: 1:0 დე პრევილი (22), 2:0 მალკომი (27-პენ), 3:0 ლაბორდი (45+1-პენ), 3:1 მარსელო (44)
გაძევება: ოტავიო (76)
მარსელი-მონაკო 2:2
გოლები: 0:1 ბ. კეიტა (4), 1:1 რამი (7), 2:1 ჟერმენი (47), 2:2 ფაბინიო (51)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - სარი, რამი, როლანდო, საკაი - სანსონი, ლუის გუსტავო - ტოვენი, პაიე (84. ნ"ჟიე), ოკამპოსი (49. ზამბო ანგისა) - ჟერმენი (92. მიტროღლუ)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ა. ტურე, გლიკი, ჟემერსონი, სიდიბე - ტილემანსი, ფაბინიო - ღეზალი (69. რონი ლოპეში), ჟოაო მოუტინიო, ბ. კეიტა - ფალკაო
ბომბარდირები: 21 - ედინსონ კავანი (პსჟ); 17 - ნეიმარი (პსჟ); 16 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ნაბილ ფეკირი (ლიონი); 13 - მარიანო დიასი (ლიონი), მარიო ბალოტელი (ნიცა).
მომდევნო ტური
2 თებერვალი: მარსელი-მეცი
3 თებერვალი: ლილი-პსჟ, ამიენი-სენტ ეტიენი, მონპელიე-ანჟერი, ნიცა-ტულუზი, სტრასბური-ბორდო, ტრუა-დიჟონი
4 თებერვალი: რენი-გენგამი, კაენი-ნანტი, მონაკო-ლიონი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"